თუმანიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თუმანიშვილი გივი''' − XVII-XVIII საუკუნეების [[ქართველები|ქართველ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თუმანიშვილი გივი“ გადაიტანა გვერდზე „გივი თუმანიშვილი“)

11:59, 9 მარტი 2022-ის ვერსია

თუმანიშვილი გივი − XVII-XVIII საუკუნეების ქართველი პოეტი და კალიგრაფი. 1688-1721 წლებში იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი. 1701-1705 წლებში არჩილ II-ის დავალებით გადაწერა „არჩილიანი“, მასვე ეკუთვნის ვახტანგ მეექვსის სახელზე დაწერილი ეპიტაფია, რომელიც მხატვრული ღირსებებითაც საყურადღებოა და ინტონაციურადაც ენათესავება თვით ვახტანგისა ლექსთა ტონალობას. 1721 წელს ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების სახით. გივი თუმანიშვილს ვახტანგ მეექვსესა და სულხან საბასთან ერთად მონაწილეობა მიუღია „შვიდი მთიების” თემაზე გამართულ ლიტერატურულ შეჯიბრში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები