ხუჭუჭა უნაგირასოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ხუჭუჭა უნაგირასოკო === ხუჭუჭა უნაგირ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ხუჭუჭა უნაგირასოკო“ გადაიტანა გვერდზე „უნაგირასოკო ხუჭუჭა“) |
13:38, 9 მარტი 2022-ის ვერსია
ფაილი:Khuchucjaunagirasoko.PNG
ხუჭუჭა უნაგირასოკო
ხუჭუჭა უნაგირასოკო
Helvella crispa Fr.
Лопастник курчавый
ქუდი – 2-4 სმ დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო.
ფეხი – სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-2,5 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვან-დაღარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო.
სპორები – ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოყენება – პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი.