ხუჭუჭა უნაგირასოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Xuchucha unagirasoko.JPG|thumb|100პქ|right|ხუჭუჭა უნაგირასოკო]] | [[ფაილი:Xuchucha unagirasoko.JPG|thumb|100პქ|right|ხუჭუჭა უნაგირასოკო]] | ||
| − | + | '''ხუჭუჭა უნაგირასოკო''' (''ლათ.'' Helvella crispa Fr., ''რუს.'' Лопастник курчавый), | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | Helvella crispa Fr. | + | |
| − | + | ||
| − | Лопастник курчавый | + | |
'''[[ქუდი]]''' – 2-4 სმ დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და [[უნაგირი|უნაგირს]] მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო. | '''[[ქუდი]]''' – 2-4 სმ დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და [[უნაგირი|უნაგირს]] მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო. | ||
მიმდინარე ცვლილება 20:40, 15 მარტი 2022 მდგომარეობით
ხუჭუჭა უნაგირასოკო (ლათ. Helvella crispa Fr., რუს. Лопастник курчавый),
ქუდი – 2-4 სმ დიამეტრისაა, არასწორი ფორმისა, შუაში ჩაზნექილია და უნაგირს მოგვაგონებს, ტალღოვანი ან ხუჭუჭი კიდეები აქვს, მოთეთროა ან ღია მოყვითალო.
ფეხი – სიგრძით 3-7 სმ, სიგანით 1-2,5 სმ-ია, სიგრძივ წახნაგოვან-დაღარული, ცილინდრული, ძირში უფრო მსხვილია, მოთეთრო.
სპორები – ელიფსისებრი სადა 15-20X10-2 მკმ. ჩანთები ცილინდრულია 300 მკმ-მდე სიგრძისა და 14-18 მკმ სიგანისა, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.
იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოყენება – პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე უნდა იხარშოს 20 წთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც წყალი გადაიღვრება. საჭმელად იხმარება ახალი.