ზამთრის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ზამთრის სოკო''' (''ლათ''. Flammunila velutipes (Fr) Karst. ''რუს''. З...) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი. მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას. | კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი. მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას. | ||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[საქართველოს სოკოები]] | [[საქართველოს სოკოები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:სოკოები]] | [[კატეგორია:სოკოები]] | ||
[[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | [[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] | ||
[[კატეგორია:საჭმელი სოკოები]] | [[კატეგორია:საჭმელი სოკოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 19:28, 15 მარტი 2022 მდგომარეობით
ზამთრის სოკო (ლათ. Flammunila velutipes (Fr) Karst. რუს. Зимний гриб)
ქუდი – 2-10 სმ დიამეტრისაა, ბრტყელი, ტიტველი, ლორწოვანი ზედაპირით, ყვითელი, ცენტრში მოყავისფრო. ფირფიტები მეჩხერი, განიერი, მოყვითალოა.
ფეხი – 5-8 სმ სიგრძისა და 0,5-0,8 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში დაწვრილებული, ბოჭკოვან-ხავერდოვანი ზედაპირით, ქუდისკენ მოყვითალო, ძირისკენ ყავისფერი, ძირში შავი.
რბილობი – თეთრი, მოყვითალო იერით.
სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 8-9X4,5-8 მკმ.
იზრდება ჯგუფურად დამპალ ხეებზე, იშვიათად ზაფხულში, ჩვეულებრივ კი – გვიან შემოდგომიდან, ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით ვერხვსა და ტირიფზე.
კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი. მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.