ცადამაყვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''ცადამაყვანა''' (''ლათ''. Amanita muscaria (Fr.) Hooker ''რუს''. Мухомор ...)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
'''იზრდება''' ნიადაგზე, წიწვიან, შერეულ და მთის ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით, [[საქართველო|საქართველოს]] თითქმის ყველა რაიონში.  
 
'''იზრდება''' ნიადაგზე, წიწვიან, შერეულ და მთის ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით, [[საქართველო|საქართველოს]] თითქმის ყველა რაიონში.  
  
შხამიანი სოკოა, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას – მუსკარინს, მოწამვლის ნიშნები ვლინდება ჭამიდან 20 წთ-2 სთ-მდე პერიოდში. აქვს ჰალუცინოგენური თვისებები, მკურნალობენ ატროპინით.  
+
[[შხამიანი სოკოები|შხამიანი სოკო]]ა, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას – მუსკარინს, მოწამვლის ნიშნები ვლინდება ჭამიდან 20 წთ-2 სთ-მდე პერიოდში. აქვს ჰალუცინოგენური თვისებები, მკურნალობენ ატროპინით.  
  
ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მოგზაურებმა შეამჩნიეს, რომ ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონების ზოგიერთი ხალხები (ჩუქჩები, კორიაკები) დღესასწაულებზე მცირე რაოდენობით ჭამდნენ ასეთ გამხმარ სოკოს ან სვამდნენ მის დამათრობელ ნახარშს (ხარშავდნენ რძეში ან წყალში). ცნობილია აგრეთვე მისი მოხმარება სკანდინავიაში – ბრძოლის წინ ჯარისკაცები რამდენიმე პატარა ნაჭერს ჭამდნენ, რის შედეგადაც უაღრესად აღგზნებულნი ომობდნენ. ალბათ ამიტომაც საქართველოში ამ სოკოს ცადამაყვანას უწოდებენ.  
 
მიმდინარე ცვლილება 13:09, 22 მარტი 2022 მდგომარეობით

Cada.PNG

ცადამაყვანა (ლათ. Amanita muscaria (Fr.) Hooker რუს. Мухомор красный)

ქუდი – 5-20 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი – გაშლილი, ზედაპირი დაფარულია თეთრი, კონცენტრულად განწყობილი მეჭეჭებით, რომლებიც საერთო საბურვლის ნარჩენებს წარმოადგენს; მომწიფებისას კიდეები ზოლიანია, ზედაპირი – წებოვანი, ნარინჯისფერ-წითელი ან მუქი წითელი. ფირფიტები – თავისუფალი, თეთრი, მომწიფებისას – მოყვითალო.

ფეხი – თეთრია, 7-15 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისა, ძირში ბოლქვისებრია, რომელზედაც ზოლებადაა შემორტყმული საერთო საბურვლის ნარჩენები, ზედაპირი ბოჭკოვანია, ახასიათებს ფირფიტისებრი თეთრი ან მოყვითალო საყელო.

რბილობი – თეთრია, კანის ქვეშ კი ყვითელი, გადანაჭერზე ფერს არ იცვლის, მოტკბო გემო აქვს.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 9-12X7-9 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, წიწვიან, შერეულ და მთის ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში.

შხამიანი სოკოა, იწვევს ნერვული ცენტრების დამბლას. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას – მუსკარინს, მოწამვლის ნიშნები ვლინდება ჭამიდან 20 წთ-2 სთ-მდე პერიოდში. აქვს ჰალუცინოგენური თვისებები, მკურნალობენ ატროპინით.

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მოგზაურებმა შეამჩნიეს, რომ ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონების ზოგიერთი ხალხები (ჩუქჩები, კორიაკები) დღესასწაულებზე მცირე რაოდენობით ჭამდნენ ასეთ გამხმარ სოკოს ან სვამდნენ მის დამათრობელ ნახარშს (ხარშავდნენ რძეში ან წყალში). ცნობილია აგრეთვე მისი მოხმარება სკანდინავიაში – ბრძოლის წინ ჯარისკაცები რამდენიმე პატარა ნაჭერს ჭამდნენ, რის შედეგადაც უაღრესად აღგზნებულნი ომობდნენ. ალბათ ამიტომაც საქართველოში ამ სოკოს ცადამაყვანას უწოდებენ. მსგავსება – ჰგავს ნიყვს, მისგან განსხვავებით, აქვს თეთრი ფეხი და ფირფიტები.

P.S. ძველ დროში, განსაკუთრებით – ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წვრილად გახეხილ ცადამაყვანას შაქარწყალთან შერეულს ხმარობდნენ საცხოვრებელ ბინებში ბუზების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად (აქედანაა რუსული დასახელება «Мухомор»).

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები