ეკლებიანი ლეპიოტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ეკლებიანი ლეპიოტა''' (''ლათ''. Lepiota acutesquamosa (Weinm.) kumm. ''...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
'''იზრდება''' ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. | '''იზრდება''' ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით. | ||
| − | + | [[შხამიანი სოკოები|შხამიანი]]ა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. | |
მიმდინარე ცვლილება 13:15, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
ეკლებიანი ლეპიოტა (ლათ. Lepiota acutesquamosa (Weinm.) kumm. რუს. Лепиота острочешуйчатая)
ქუდი – 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ქოლგისებრია, შუაში ახასიათებს ბორცვაკი. ზედაპირი დაფარულია პირამიდისებურად წაწვეტებული, ჯაგრისებრი ყავისფერ-მურა ხორკლებით, მურა ან წაბლის ფერია, ფირფიტები თეთრია.
ფეხი – 5-12 სმ სიგრძისაა და 0,8-1 სმ სისქისა, ძირში ბოლქვისებურადაა გასქელებული. ახასიათებს თეთრი საყელო, საყელოს ზემოთ თეთრია, დაფქვილული, ქვემოთ – მოყვითალო მურა ან მუქ-მურა, კონცენტრულად განწყობილი ბოჭკოვანი ქერცლებით.
რბილობი – თეთრია, არასასიამოვნო სუნით და მომწარო გემოთი.
სპორები – წაგრძელებული-ოვალურია უფერული, 7-8X2,5-4 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.