კუპრავა რამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: რამაზ კუპრავა '''კუპრავა რამაზ''' − (1939 − 2010), [[ქარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუპრავა რამაზ“ გადაიტანა გვერდზე „რამაზ კუპრავა“) |
15:11, 22 მარტი 2022-ის ვერსია
კუპრავა რამაზ − (1939 − 2010), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს სოხუმში, ქართულენოვან გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის ტელე-რადიოკომპანიის ქართული პროგრამების რედაქტორად მუშაობდა. რამაზ კუპრავას გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „ლურჯი ბორანი”, „მონოლოგი”, „მიხაკები მთვარეზე”, ასევე მეგრული ლექსების წიგნი – „ლაზონა დო მარგალონა”.