ლაბაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Giorgi labadze.JPG|thumb|გიორგი ლაბაძე]] | [[ფაილი:Giorgi labadze.JPG|thumb|გიორგი ლაბაძე]] | ||
| − | '''ლაბაძე გიორგი (გოგი)''' − (1940-1993), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ დიდველაში (ბაღდათი). 21 წლისამ გაიმარჯვა რესპუბლიკურ ლიტერატურულ კონკურსში და წიგნად გამოსცა მოთხრობა „მაღალი ცა”~(1961). ავტორია წიგნებისა „მატარებლები გადადიან ხიდზე”, „ავტობიოგრაფია-1982”, „ერთი ღამის უარყოფა”, „მოჩვენებები ჩვენს სახლში”, რომანისა „თოვლი”, ლექსების კრებულისა: „მწვანე ფარდა”. იყო ქართულ-ინგლისური გაზეთ „პროგრესის” რედაქტორი, მუშაობდა ჟურნალ „განთიადში”, იყო ბაღდათის რაიონს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ დიდველაში. | + | '''ლაბაძე გიორგი (გოგი)''' − (1940-1993), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ დიდველაში ([[ბაღდათი]]). 21 წლისამ გაიმარჯვა რესპუბლიკურ ლიტერატურულ კონკურსში და წიგნად გამოსცა მოთხრობა „მაღალი ცა”~(1961). ავტორია წიგნებისა „მატარებლები გადადიან ხიდზე”, „ავტობიოგრაფია-1982”, „ერთი ღამის უარყოფა”, „მოჩვენებები ჩვენს სახლში”, რომანისა „თოვლი”, ლექსების კრებულისა: „მწვანე ფარდა”. იყო ქართულ-ინგლისური გაზეთ „პროგრესის” რედაქტორი, მუშაობდა ჟურნალ „განთიადში”, იყო ბაღდათის რაიონს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ დიდველაში. |
01:46, 13 მარტი 2024-ის ვერსია
ლაბაძე გიორგი (გოგი) − (1940-1993), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ დიდველაში (ბაღდათი). 21 წლისამ გაიმარჯვა რესპუბლიკურ ლიტერატურულ კონკურსში და წიგნად გამოსცა მოთხრობა „მაღალი ცა”~(1961). ავტორია წიგნებისა „მატარებლები გადადიან ხიდზე”, „ავტობიოგრაფია-1982”, „ერთი ღამის უარყოფა”, „მოჩვენებები ჩვენს სახლში”, რომანისა „თოვლი”, ლექსების კრებულისა: „მწვანე ფარდა”. იყო ქართულ-ინგლისური გაზეთ „პროგრესის” რედაქტორი, მუშაობდა ჟურნალ „განთიადში”, იყო ბაღდათის რაიონს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ დიდველაში.
- შემოღამება სოფელში
- ხან ტყეზე მედო ბილიკი,
- ხან გავივაკე მთლად,
- ხან ჭალა-ჭალა ვიარე,
- ხან გადვიარე მთა.
- ბონდი დავაგდე ხევის პირს
- და შევუყევი წყალს,
- მზე ბანაობდა მორევში,
- ნაწნავი შვიდი წყრთა...
- შემომაღამდა... საყვარლად
- ამიჩურჩულდა გზა,
- სულ დამილურსა ყურები
- ჩემი წყალ-ჭალის ხმამ.
- ვიარე, კიდევ ვიარე,
- სოფლის შუკებიც ჩნდა,
- რაიც მიმქონდა − მიჰქონდათ,
- მეფანტებოდა თან.
- ორღობით გამორაცრაცდა,
- გაგითენებო გზას,
- ეჰ, ჩემო ციცინათელა,
- დამბერებიხარ მთლად.