მამედლი იმირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: იმირ მამედლი '''მამედლი იმირ''' – (1957), პოეტი, პროზ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მამედლი იმირ“ გადაიტანა გვერდზე „იმირ მამედლი“)

16:15, 23 მარტი 2022-ის ვერსია

იმირ მამედლი

მამედლი იმირ – (1957), პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ფაშიანში (კასპი). დაამთავრა ზემო ხანდაკის ქართული სკოლა და შემდეგ – თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თარგმნა „ვეფხისტყაოსანი” აზერბაიჯანულ ენაზე. ნაწარმოებებს ორ ენაზე – აზერბაიჯანულად და ქართულად — წერს. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ფიქრთაღრიცხვა” (2003). 2004 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში.

საქართველოს დილა
1.
თითქოს ცისკარმა სოფლის ქალივით
ცხელი თონიდან ამოაგდო ქართული პური,
მზე ისე უცებ ამოსრიალდა.
და მერე იმავ დიასახლისმა
ლასლასა მთვარე
შოთი პურივით ჩააკრა დაისს,
რომელიც, ალბათ,
ხვალამდე ახალ მზედ გამოცხვება.
2.
მზე ჰორიზონტზე გაწვა დაღლილი,
დაღლილი გაწვა დაისის კართან.
სოფლელი კაცის მდიდარ დახლივით
მზე ყველა სხივში მალავდა მართალს
და დასალიერს ჩაცურდა ყვითლად,
დღეც ჩაიყოლა ერთის დაწოლით...
სიწითლე შერჩა ჰორიზონტს დიდხანს,
ვით მწვანე მინდორს ვეფხვის ნაწოლი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები