მესხი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Davit mesxi.JPG|thumb|დავით მესხი]] | [[ფაილი:Davit mesxi.JPG|thumb|დავით მესხი]] | ||
− | '''მესხი დავით''' — (1860 – 1943), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი. დაიბადა ქუთაისში. 1880 წლიდან მუშაობდა | + | '''მესხი დავით''' — (1860 – 1943), [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი. დაიბადა ქუთაისში. 1880 წლიდან მუშაობდა [[თბილისი|თბილისში]], გაზეთ „დროების” რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „[[შრომა (გაზეთი)|შრომა]]ს”, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ [[თეატრი|თეატრს]], რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]]. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის [[დეკორატორი]] და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ „მნათობში” დაიბეჭდა მისი „მოგონებანი”. გამოცემული აქვს კრებულები: „გასართობი იმერული სცენები პროზად და ლექსად” (1900), „იმერული სცენები” (1902). |
− | [[თბილისი|თბილისში]], გაზეთ „დროების” რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „[[შრომა (გაზეთი)|შრომა]]ს”, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ [[თეატრი|თეატრს]], რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]]. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ „მნათობში” დაიბეჭდა მისი | + | |
− | „მოგონებანი”. გამოცემული აქვს კრებულები: „გასართობი იმერული სცენები პროზად და ლექსად” (1900), „იმერული სცენები” (1902). | + | |
16:48, 9 მარტი 2023-ის ვერსია
მესხი დავით — (1860 – 1943), ქართველი მთარგმნელი, ჟურნალისტი, დრამატურგი. დაიბადა ქუთაისში. 1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ „დროების” რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ „შრომას”, თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ „მნათობში” დაიბეჭდა მისი „მოგონებანი”. გამოცემული აქვს კრებულები: „გასართობი იმერული სცენები პროზად და ლექსად” (1900), „იმერული სცენები” (1902).
- * * *
- (ეძღვნება მსახიობ კოტე მესხს)
- მოგილოცავ დღესასწაულს,
- შენს იუბილეს, ძმაო კოტე!..
- მარჯვე დრო გაქვს, ჩვენი ქვეყნის
- მდიდრებს თუ რამ ჩამოკოტე.
- ოცდაათ წელს იმარხულე,
- ხვალზეგ „ჩაუანტრიკოტე“.
- მაგრამ მერე რაღას შვრები,
- შენ, ქართველი მსახიობი,
- როცა წელში მოიხრები,
- როცა მოგედება ობი?
- ვაჰ, თუ მაშინ შეგვეხარბოს
- მემწვანილის პრასის გობი!
- სულ ხომ ასე არ იქნები: —
- ვეღარ დასძლევ ბონაპარტეს,
- მრისხანეთ ვერ გადმოხედავ
- ლოჟას, ქანდარას და პარტერს,
- ვერც ჭირვეულს მოარჯულებ,
- ვეღარც დასძლევ ნერონს, ბაზანს!
- ო, რა ბევრი დააკლდება
- შენს ღარიბ დახლს და შენს ბაზარს!..
- მაგრამ ხალხის დაბალი წრე
- არ ივიწყებს აქტორთ შრომას...
- თუ მდიდრებმა არ მოგხედონ,
- არ მიეცე გულის წყრომას.
- მართალია, შენ ეს ხალხი
- ვერ მოგიტანს ლოჟის ფასებს,
- ხოლო გწამდეს − იგი შენს ღვაწლს
- ღირსეულად დააფასებს.
- ყოველ სიმდიდრეს გერჩიოს
- ხალხის ძახილი ვაშისა; —
- რომელს ჩვენს აქტორს ჰქონია
- ყოფა მდიდარის ფაშისა?!.
- არა უშავს!.. ხან გამოძეხ,
- ხანდახანაც იმარხულე,
- სანამ მკერდში გული გიძგერს,
- სცენას ემოჭირნახულე!...