ნადარაია ფაუსტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფაუსტ ნადარაია“ გადაიტანა გვერდზე „ნადარაია ფაუსტ“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Faust nadaraia.JPG|thumb|ფაუსტ ნადარაია]] | ||
'''ნადარაია ფაუსტ''' − (1955), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული | '''ნადარაია ფაუსტ''' − (1955), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული | ||
წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ „მარტვილის” რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: „მარტვილის სახელოვანი შვილები”, „გიორგი ჭყონდიდელი”, საცნობარო წიგნი „მარტვილი” (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), „გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის”, „სამეგრელო-ზემო სვანეთი”, ლიტერატურული წერილების კრებული „რეპლიკები და მოსაზრებები”. 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი”. მის ერთ ლექსს − „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო” − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის. | წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ „მარტვილის” რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: „მარტვილის სახელოვანი შვილები”, „გიორგი ჭყონდიდელი”, საცნობარო წიგნი „მარტვილი” (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), „გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის”, „სამეგრელო-ზემო სვანეთი”, ლიტერატურული წერილების კრებული „რეპლიკები და მოსაზრებები”. 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი”. მის ერთ ლექსს − „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო” − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის. | ||
16:51, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
ნადარაია ფაუსტ − (1955), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. ფაუსტ ნადარაიას ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები და სხვადასხვა სახის კრიტიკულ-კვლევითი შრომები სისტემატურად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში. არის რაიონულ გაზეთ „მარტვილის” რედაქტორი, ავტორია წიგნებისა: „მარტვილის სახელოვანი შვილები”, „გიორგი ჭყონდიდელი”, საცნობარო წიგნი „მარტვილი” (ზურაბ ბიგვავასთან ერთად), „გონების სავარჯიშო ბავშვებისთვის”, „სამეგრელო-ზემო სვანეთი”, ლიტერატურული წერილების კრებული „რეპლიკები და მოსაზრებები”. 2016 წელს შეადგინა და გამოსცა მეგრული ლექსების კრებული „ბჟა დია ჩქიმი”. მის ერთ ლექსს − „ჩქიმი ჭიჭე სამარგალო” − რომელზეც მშვენიერი მუსიკაა შექმნილი, მთელი სამეგრელო მღერის.
- პერსი ბიში შელი,
- საღამო მშვიდობის
- თარგმნა ფაუსტ ნადარაიამ
- „საღამო მშვიდობის” − ეს როგორ იქნება,
- უშენოდ სიმშვიდეს მომიტანს რამე?
- ნუ წახვალ, აქ დარჩი, სხვა არც რა მჭირდება
- და მაშინ მექნება მშვიდობის ღამე.
- ჩემთვის უშენობა დარდია ტიალი,
- სხვა ვინ დამიამებს ამ მწუხრის წამებს,
- მოდი, ერთად დავტკბეთ ჩვენ ტრფობის სიამით
- და მაშინ გვექნება მშვიდობის ღამე.
- გულები მარადჟამს, ღამით და დღისითაც,
- სულ ერთმანეთისკენ ილტვიან მინდობით,
- აქვთ დილა-საღამო საკმაოდ მშვიდი და
- არასდროს ეტყვიან ერთმანეთს: „მშვიდობით”