ნადირაძე სევარიონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნადირაძე სევარიონ“ გადაიტანა გვერდზე „სევარიონ ნადირაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სევარიონ ნადირაძე“ გადაიტანა გვერდზე „ნადირაძე სევარიონ“ გად...) |
მიმდინარე ცვლილება 17:15, 5 აპრილი 2022 მდგომარეობით
ნადირაძე სევარიონ(სოსო) − (1962), პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ახალგაზრდულ ასაკშივე დაიწყო, 1989 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ორი ნაპირი”, შემდეგ „ზამთრის მონოლოგი” (2002).
- შობის ღამეა
- ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
- იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
- შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
- სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...
- დააქვს ბალთაზარს მხრებით ოცნება,
- გადმოსავლელი ზღვა და მთებია,
- ისე შეიკრეს სუნთქვა ბოსლებმაც,
- თითქოს სასწაულს ელოდებიან...
- სხვანაირია მწყემსების ზეცაც,
- ლოდინისაგან გზაც კი მოკლდება,
- არ შეგეშინდეთ, დღეს ყველა დედას,
- მუცელში ჩვილი გაუტოკდება...
- ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
- იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
- შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
- სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...