ნემსიწერიძე ენდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Endi nemsiwveridze.JPG|thumb|ენდი ნემსიწერიძე]]
 
'''ნემსიწერიძე ენდი''' – (1967),  პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში (ცაგერი). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი.
 
'''ნემსიწერიძე ენდი''' – (1967),  პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში (ცაგერი). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი.
 
მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”.
 
მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”.

15:04, 6 აპრილი 2022-ის ვერსია

ენდი ნემსიწერიძე

ნემსიწერიძე ენდი – (1967), პოეტი. დაიბადა ლეჩხუმში, სოფელ უცხერში (ცაგერი). დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ამჟამად არის ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი. ვტორია წიგნისა „უბელო რაშები”.


წუხილი
ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი.
ეზოში ნახევრად დაშლილი მარხილი.
მოთოვა. საჟენი მოთოვა წუხელის,
არც ძაღლის ყეფაა, არც კაცის ძახილი.
დათბება, გათხლიშავს ამ თოვლებს მარტის მზე,
ნადირთა ნაკვალევს წაშლიან ტევრები,
ვერ რწყავენ საფლავებს, აღდგომის ნადიმზე,
უღვინოდ მზირალი, პირმშრალი ქვევრები.
ბალახი მოედო, გზებსა და ბილიკებს,
ღამეებს აჯაზებს, ტურათა არია,
იმშრალებს დღის მზეზე დამღილულ ქილიქებს,
უკაცო ოდა და უტარო ნალია.
ვინ მეტყვის პასუხად ანდა მე ცის მზირალს,
ღარიბი რატომ ვარ, რად არ ვარ მდიდარი?!
და ტირის ობოლი სოფელი მთისძირას
ვით დედა საფლავთან, ქვრივი და შვილმკვდარი.
ორღობე. ჭიშკარი. ურდული. უღელი.
ეზოში ნახევრად დაშლილი მარხილი.
მოთოვა. საჟენი მოთოვა წუხელის,
არც ძაღლის ყეფაა, არც კაცის ძახილი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები