სარიშვილი მაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სარიშვილი მაია“ გადაიტანა გვერდზე „მაია სარიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაია სარიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „სარიშვილი მაია“ გადამისამ...)

14:10, 11 აპრილი 2022-ის ვერსია

სარიშვილი მაია – (1968), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. იბეჭდება 1990 წლიდან. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: „ცხადის გადაფარვა“ (2001) და „მიკროსკოპი” (2007). საზოგადოებრივ რადიოარხზე დაიდგა მისი რადიოპიესები: „სამი ვედრო თოვლი“, „ძალიან ცუდი კაცი“, „ჭიამაიების ოჯახი“ და „კატა ისევ წვიმაში“.


ჩემო საწყალო ლექსებო
ჩემო საწყალო ლექსებო,
ამსიმძიმე სევდა რომ აგკიდეთ
და სახედრებივით რომ დგახართ
წიგნებში, კომპიუტერებში,
გაზეთებში თუ რვეულებში
და ადგილებიდან რომ არ იძვრით,
ეს ძალიან საშიშ განცდას იწვევს,
ეს აუტანელია.
მე მეგონა, გახვიდოდით ფურცლებიდან
თუ კომპიუტერების ეკრანებიდან,
მეგონა იცოდით გზა –
სადღაც ხომ არის
ტიალი ადგილი ნაგავსაყრელივით,
სადაც სევდის დატოვება შეიძლება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები