ტიგინაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიგინაშვილი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით ტიგინაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით ტიგინაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ტიგინაშვილი დავით“ გად...)

14:33, 13 აპრილი 2022-ის ვერსია

ტიგინაშვილი დავით (1953), ქართველი პოეტი. ფსევდონიმი – ივრისპირელი. დაიბადა საგარეჯოში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1982 წელს. 1983-2004 წლებში მუშაობდა შსს ხაზით სხვადასხვა თანამდებობებზე. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. პირველი წიგნი „ვაზის ქორწილი“ გამოიცა 1992 წელს, მეორე – „თუშური ჰანგის წკრიალი“ 1995 წელს. მისი ლექსები იბეჭდება პერიოდულ პრესაში. არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თადარიგის ოფიცერი.


პაატა
რუსუდან ცეკვით დაღლილი
კარავს დაეცა ელვადა...
ვაიმე, შვილო პაატავ,
ობლად რჩენილო მძევლადა!
დიდმოურავის ბოკვერო,
თუ გესმის მამის ძახილი:
შენს უკან საქართველოა,
წინ კი – ჯალათის მახვილი!
პაატას ცრემლი გაბრწყინდა
შეწირულ ხარის რქაზედა!
მისი სისხლი და ნათელი
ქართულ დროშებზე ამზევდა!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები