ხმალაძე მარინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხმალაძე მარინე''' – (1956), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „სა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხმალაძე მარინე“ გადაიტანა გვერდზე „მარინე ხმალაძე“)

23:12, 1 მაისი 2022-ის ვერსია

ხმალაძე მარინე – (1956), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „საცნაურის მიღმა“ (2006); მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში („ცისკარი“, „ამერ-იმერი“ და სხვა).


სიყვარულისთვის დასჯილი გენი
გარდასულო წარსულო, ისევ მეზღაპარები,
სად რეკავენ ნეტავი ჩემი ტაძრის ზარები?!
საით გადიფერადეს ჩემი ზეცის ცისკრებმა,
ჩემი ჭრელი ხოხობი ვისი დანით იკვლება,
ჩემი დავითფერული ვის ციხეზე კიდია,
ჩემი ნისლა რაშები ვის ბაგაში მიდიან;
ჩემი დალის დალალი მკლავზე ვინ გადიყარა,
სად წაიქცა ძლეული ჩემი ზღაპრის წიქარა,
ან სადაა ქართული ბჭენი თამარისანი.
უკვე ბოღმით ყმუიან ალგეთს ლეკვნი მგლისანი,
დაუტორავთ სიმწრისგან გზები ჩამოხრამული...
მათ დაზრდამდე როგორმე გავძლებთ
მე და მამული.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები