ტურაბელიძე მაია
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Maia turabelidze.JPG|thumb|მაია ტურაბელიძე ]] | ||
'''ტურაბელიძე მაია''' − მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, იტალიური და ქართული ენების მცოდნე. იტალიური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და „რომა კაპიტალეს” საბიბლიოთეკო ინსტიტუტის მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი. დაიბადა ქუთაისში, 1973 წლის 27 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქალაქო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის [[კონსტანტინე გამსახურდია]]ს სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში. დაამთავრა ასევე იტალიელი მისიონერების მიერ დაარსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში, 1999 წ. თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“ (რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „აფრა”, „განთიადი“, „თეთრი ხიდი", „დილა“, „საბავშვო კარუსელი" (ხელშეკრულებით), „პეპელა“... აქტიურად მონაწილეობს [[იტალია|იტალიისა]] და [[შვეიცარია|შვეიცარიის]] საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2019 წ. ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“ (შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები” (ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციების სამდივნოს დაფინანსებით), 2022 წ. იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ შედგენა-გამოცემაზე (1997 წ.) მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი” ფინალისტის დიპლომი მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა”. ხშირად სტუმრობს საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობს იტალიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, საუბრობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ. | '''ტურაბელიძე მაია''' − მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, იტალიური და ქართული ენების მცოდნე. იტალიური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და „რომა კაპიტალეს” საბიბლიოთეკო ინსტიტუტის მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი. დაიბადა ქუთაისში, 1973 წლის 27 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქალაქო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის [[კონსტანტინე გამსახურდია]]ს სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში. დაამთავრა ასევე იტალიელი მისიონერების მიერ დაარსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში, 1999 წ. თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“ (რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „აფრა”, „განთიადი“, „თეთრი ხიდი", „დილა“, „საბავშვო კარუსელი" (ხელშეკრულებით), „პეპელა“... აქტიურად მონაწილეობს [[იტალია|იტალიისა]] და [[შვეიცარია|შვეიცარიის]] საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2019 წ. ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“ (შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები” (ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციების სამდივნოს დაფინანსებით), 2022 წ. იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ შედგენა-გამოცემაზე (1997 წ.) მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი” ფინალისტის დიპლომი მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა”. ხშირად სტუმრობს საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობს იტალიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, საუბრობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:22, 2 მაისი 2022 მდგომარეობით
ტურაბელიძე მაია − მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, იტალიური და ქართული ენების მცოდნე. იტალიური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და „რომა კაპიტალეს” საბიბლიოთეკო ინსტიტუტის მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი. დაიბადა ქუთაისში, 1973 წლის 27 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქალაქო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში. დაამთავრა ასევე იტალიელი მისიონერების მიერ დაარსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში, 1999 წ. თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“ (რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „აფრა”, „განთიადი“, „თეთრი ხიდი", „დილა“, „საბავშვო კარუსელი" (ხელშეკრულებით), „პეპელა“... აქტიურად მონაწილეობს იტალიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2019 წ. ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“ (შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები” (ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციების სამდივნოს დაფინანსებით), 2022 წ. იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ შედგენა-გამოცემაზე (1997 წ.) მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი” ფინალისტის დიპლომი მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა”. ხშირად სტუმრობს საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობს იტალიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, საუბრობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ.