ჯალაღონია ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯალაღონია ნოდარ''' − (1934 − 2018), ქართველი პოეტი. დაი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯალაღონია ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ ჯალაღონია“)

16:08, 2 მაისი 2022-ის ვერსია

ჯალაღონია ნოდარ − (1934 − 2018), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუ). 1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული მწერალთა უმაღლესი ორწლიანი კურსები (1969). პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს. პირველი წიგნი – 1959 წელს. ძირითადი პოეტური კრებულებია: „სიმაღლე“ (1964 წ), „ხმა“ (1972 წ), „ლექსები“ (1974 წ), „ყვავილების მიწა“ (1980 წ), „კამერტონი“ (1983 წ), „გზები და დღეები“ (1984 წ), „ქალი, რომელიც გიყვარს” (2003).


* * *
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები