ბეტონის ქარხანა
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Betonis qarxana.JPG|thumb|მოთუთიებული სტაციონარული ბეტონის ქარხანა ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ქარხნები]] | [[კატეგორია:ქარხნები]] | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
15:28, 19 მაისი 2022-ის ვერსია
ბეტონის ქარხანა – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის ნარევის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის ყველა ოპერაციას: ნედლეულის მიღება და შენახვა საწყობებში; ნარევის კომპონენტების ტრანსპორტირება ბეტონის კვანძის სახარჯავ ბუნკერებში და მათი დოზირება; კომპონენტების შერევა და მზა ნარევის გაცემა მომხმარებელზე. დანიშნულების, სიმძლავრისა და ობიექტების თავისებურების მიხედვით ბეტონის ქარხანა არის: სტაციონარული მუდმივმოქმედი, რომელიც უშვებს სასაქონლო ბეტონის ნარევს; ნახევრა-დსტაციონარული (ინვენტარული) და მობილური. სიმძლავრის მიხედვით: დიდი წარმადობის – მეტი 250 ათასი მ3 წელიწადში, საშუალო – 150 ათასი მ3-მდე და მცირე – 50 ათასი მ3-მდე. ბეტონის ქარხნის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიურ სქემას საფუძვლად უდევს კომპლექსური მექანიზაციისა და ყველა პროცესის ავტომატიზაციის იდეა.