გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(გუმბათს სახეები)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
====გუმბათს სახეები====
 
====გუმბათს სახეები====
 
# '''ცრუ გუმბათი''' – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.   
 
# '''ცრუ გუმბათი''' – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.   
# '''ბოლქვისებრი გუმბათი''' – ფორმის მიხედვითჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრებაშ]]ი.   
+
# '''ბოლქვისებრი გუმბათი''' – ფორმის მიხედვით ჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრებაშ]]ი.   
 
# '''აფრიანი გუმბათი''' –  [[აფრა (არქიტექტურა)|აფრებზე]] დაყრდნობილი გუმბათი.   
 
# '''აფრიანი გუმბათი''' –  [[აფრა (არქიტექტურა)|აფრებზე]] დაყრდნობილი გუმბათი.   
 
# '''სფერული გუმბათი''' – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.   
 
# '''სფერული გუმბათი''' – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.   
 
# '''სფერულ-კონუსური გუმბათი''' – განიკვეთში ისრული [[თაღი]]ს მოხაზულობის მქონე გუმბათი.   
 
# '''სფერულ-კონუსური გუმბათი''' – განიკვეთში ისრული [[თაღი]]ს მოხაზულობის მქონე გუმბათი.   
 
# '''კარვისებრი გუმბათი'''  – პირამიდის ფორმის გუმბათი.  
 
# '''კარვისებრი გუმბათი'''  – პირამიდის ფორმის გუმბათი.  
# '''მუზარადისებრი გუმბათი''' – კონუსის ფორმის გუმბათი.  
+
# '''მუზარადისებრი გუმბათი''' – კონუსის ფორმის გუმბათი.
 
+
# '''ბადისებრი გუმბათი'''
 
+
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==

14:56, 31 მაისი 2022-ის ვერსია

სანტა მარია დელ ფორეს ტაძრის გუმბათი.
ბრუნელესკი, ფლორენცია 1420-1436 წ.

გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. ვერტიკალური დატვირთვებისგან გუმბათის კონსტრუქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე – განმბჯენი. გუმბათი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე.

გეოდეზიური გუმბათი დიამეტრით D ≈ 188 მ, აწევის ისა-რი ƒ ≈ 67 მ, ქ. ნაგოია, იაპონია

ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გუმბათის ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა რკინაბეტონმა (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებასა და კონსტრუქციის მონტაჟზე. გუმბათის გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გუმბათისმოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. უმბათის გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსისა და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გუმბათზე შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდებული მოწყობილობების წონა; მეორეს – ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი – ცალმხრივი თოვლისა და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გუმბათებს. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან – ფენილი, შემოსვა, პანელი. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გუმბათებიც, როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები და სხვ.

გუმბათს სახეები

  1. ცრუ გუმბათი – გუმბათი, რომელიც არ იწვევს განბრჯენას და რომელსაც ქმნის ქვის წყობის ჰორიზონტალური რიგების თანმიმდევრული წინ წამოწევა.
  2. ბოლქვისებრი გუმბათი – ფორმის მიხედვით ჰგავს ბოლქვს და ჩვეულებრივ ეყრდნობა ცილინდრული გუმბათის ყელს გავრცელებულია რუსულ ხუროთმოძღვრებაში.
  3. აფრიანი გუმბათიაფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
  4. სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
  5. სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
  6. კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
  7. მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.
  8. ბადისებრი გუმბათი

იხილე აგრეთვე

ქოლგისებრი გუმბათი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები