ბაზალეთის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაზალეთის ტბა''' - თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზ...) |
|||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
:::::ის აკვანი იქ ჩაუდგამს, | :::::ის აკვანი იქ ჩაუდგამს, | ||
:::::და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით | :::::და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით | ||
| − | :::::ტბა კარვად | + | :::::ტბა კარვად ზედ გადუხურავს. |
:::::იმას კი აღარ ამბობენ, | :::::იმას კი აღარ ამბობენ, | ||
:::::აკვანში ვინ ჩააწვინა, | :::::აკვანში ვინ ჩააწვინა, | ||
16:35, 16 მარტი 2017-ის ვერსია
ბაზალეთის ტბა - თქმულების მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, მის შუაგულში კი ოქროს აკვანი დგას, აკვანში წევს მძინარე ყრმა... დადგება დრო, როცა გაიღვიძებს იგი, ადგება აკვნიდან და მხსნელად მოევლინება ქვეყანას, მარადიულ გაზაფხულს მოიტანს დედამიწაზე. ამ თქმულებაზეა დაწერილი ილიას ლექსი „ბაზალეთის ტბა“:
- „ბაზალეთისა ტბის ძირას
- ოქროს აკვანი არისო,
- და მის გარშემო წყლის ქვეშე
- უცხო წალკოტი ყვავისო.
- მწვანეა მუდამ წალკოტი,
- არასდროს თურმე არ ჭკნება,
- ქვეყნისა დროთა ტრიალსა
- იგი არ ემორჩილება.
- ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
- ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
- და იმის მზიან-ჩრდილებში
- მუდამ გაზაფხული არი.
- წალკოტის შუაგულშია
- ის აკვანი ასვენია,
- და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
- არავის გაუბედნია.
- მარტო ერთნი - სირინოზნი
- იმ აკვანს გარს ეხვევიან:
- მარტო იგინი, გრძნეულნი,
- დასტრფიან და დამღერიან.
- ამბობენ, თამარ დედოფალს
- ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
- და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
- ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
- იმას კი აღარ ამბობენ,
- აკვანში ვინ ჩააწვინა,
- ან თვით ერმა თვისი ცრემლი
- ზედ ტბად რისთვის დაადინა...
- იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
- ვისიც არ ითქმის სახელი,
- ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
- ჩუმის ნატვრითა ქართველი?
- თუ ესე არის, ნეტა მას,
- ვაჟკაცსა სახელოვანსა,
- ვისიცა ხელი პირველად
- დასწვდება იმა აკვანსა!
- თუ ესე არის, ნეტა მას,
- დედასა სახელდებულსა,
- ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
- თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!“