თეოსოფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''თეოსოფია''' - ''(ბერძ. theós „ღმერთი“ + sophía „სიბრძნე“ It. Teosofia)'' ღვთაებრივი სიბრძნე, ღმერთის შეცნობა. თეოსოფიის მიზანია საიდუმლოებრივ კავშირთა [[ეზოთერიზმი|ეზოთერიული]] ცოდნის მეშვეობით სარწმუნოების მიერ შემოთავაზებულ ჭეშმარიტებაზე აღმატებული ჭეშმარიტების ფორმის პოვნა. (ანუ მისტიკური ზეშთაგონების გზით ღვთის შემეცნება.) ღვთაებრივ სიბრძნეს და ღვთაებრივ მოძღვრებას სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემაში მოიხსენიებდნენ, მაგალითად, - იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ [[გნოსისი (გნოსტიციზმი)|გნოსტიციზმში]], ისლამურ სუფიზმში, მაგრამ თეოსოფია, როგორც დარგი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი ძირითადად, დაფუძნებულია ინდურ რელიგიურ გარემოსა და სპირუტულობაზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს. არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია.
 
::1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.
+
:1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.
  
::2) თვით თეოსოფიის, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და, რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თუკი ამ სისტემის საზღვრებს გავცდებით, ძველი და ახალი დროის ბევრი მისტიკოსის, ოკულტისტისა და გნოსტიკოსის თეოსოფად გამოცხადება მოგვიწევს.
+
:2) თვით თეოსოფიის, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და, რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თუკი ამ სისტემის საზღვრებს გავცდებით, ძველი და ახალი დროის ბევრი მისტიკოსის, ოკულტისტისა და გნოსტიკოსის თეოსოფად გამოცხადება მოგვიწევს.
  
12:45, 21 მარტი 2017-ის ვერსია

თეოსოფია - (ბერძ. theós „ღმერთი“ + sophía „სიბრძნე“ It. Teosofia) ღვთაებრივი სიბრძნე, ღმერთის შეცნობა. თეოსოფიის მიზანია საიდუმლოებრივ კავშირთა ეზოთერიული ცოდნის მეშვეობით სარწმუნოების მიერ შემოთავაზებულ ჭეშმარიტებაზე აღმატებული ჭეშმარიტების ფორმის პოვნა. (ანუ მისტიკური ზეშთაგონების გზით ღვთის შემეცნება.) ღვთაებრივ სიბრძნეს და ღვთაებრივ მოძღვრებას სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემაში მოიხსენიებდნენ, მაგალითად, - იუდაურ კაბალაში, ანტიკურ და ქრისტიანულ გნოსტიციზმში, ისლამურ სუფიზმში, მაგრამ თეოსოფია, როგორც დარგი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი ძირითადად, დაფუძნებულია ინდურ რელიგიურ გარემოსა და სპირუტულობაზე, მაგრამ ჭეშმარიტების მარცვლებს ყველგან ხედავს და „კაცთა მოდგმის საყოველთაო ძმობას“ ქადაგებს. არსებობს თეოსოფიის სხვადასხვაგვარი დეფინიცია.

1) რელიგიის ისტორიკოსებისა და ეზოთერიზმის მკვლევართა განსაზღვრებით, თეოსოფია მისტიციზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. იგი განსხვავდება თეოლოგიისაგან. თუკი თეოლოგია მოცემული რელიგიის საფუძვლების, როგორც ავტორიტეტის, რაციონალურ და რეფლექტურ ანალიზს ემყარება, თეოსოფიის წყარო, უპირატესად, ინდივიდუალური ზეშთაგონებანია. შესაბამისად, მისი ველი ვრცელია და ერთი კონკრეტული რელიგიის ფარგლებს სცილდება.
2) თვით თეოსოფიის, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე რელიგიურ-მისტიკური მიმართულების თვალთახედვით, თეოსოფია იმ ზეჭეშმარიტების გამოცხადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ღვთაებრივი ცენტრიდან გადმოიღვრება და, რომლის საფუძველზე ერთი კონკრეტული დარგი და სისტემა იქმნება. თუკი ამ სისტემის საზღვრებს გავცდებით, ძველი და ახალი დროის ბევრი მისტიკოსის, ოკულტისტისა და გნოსტიკოსის თეოსოფად გამოცხადება მოგვიწევს.

წყარო

  • ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილის, 2013 წ.
  • რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები