მაგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მაგმა '''მაგმა''' − (ბერძ. magma სქელი საცხი), სილიკატუ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ვულკანოლოგია]] |
12:30, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია
მაგმა − (ბერძ. magma სქელი საცხი), სილიკატური (სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. გაცივების შედეგად წარმოქმნის მაგმურ ქანებს. მისი ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობის შესაბამისად, ცვალებადობს 600-1200°C ფარგლებში. ვულკანურ მხარეებში მაგმა აღწევს დედამიწის ზედაპირს და ამოინთხევა ლავის სახით. დედამიწის სიღრმეში გაცივებული მაგმა წარმოქმნის ინტრუზივებს.