ბერე-კლერჟო (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 26: ხაზი 26:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
+
[[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]]
  
 
[[კატეგორია:მსხლის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:მსხლის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ხილი]]
 
[[კატეგორია:ხილი]]

მიმდინარე ცვლილება 15:07, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ბერე–კლერჟო

ბერე-კლერჟო(Beurré Clairgeau; Clairgeau‘s Butterbirne). მსხლის ჯიში ბერე-კლერჟო, წარმოშობით საფრანგეთიდან არის; 1838 წ. M. Plerre Claigeau - მმიიღო როგორც თესლნერგი.

საქართველოში ბერე-კლერჟო მცირე რაოდენობითაა გავრცელებული; გვხვდება ქართლის ზოგიერთ რაიონში, ქსნის ხეობაში (მუხრანის მეურნეობასა და თბილისის საგარეუბნო რაიონში).

ნაყოფი ძლიერ მსხვილია, 110–100მმ. – 85–90მმ ზომით და 400–700 გრ. წონით; ზოგჯერ ამაზე უფრო მსხვილიც, მოგრძო მსხლისებრი მოყვანილობის, ნაყოფი ქეცით იშვიათად ავადდება.

ნაყოფის ყუნწი მოკლეა, სწორი, მაგარი და ირიბად მჯდომარე ნაყოფის ხორცზე ზევიდან. ჯამი ღიაა. ჯამის ფოთლები ვიწრო და მოკლეა; ჯამი ზის სულ პატარა ღრუში.

ნაყოფის კანი პირველად ღია მომწვანო ფერისაა, შემდეგში კი, მოკრეფამდე კარგა ხნით წინ, ნაყოფის 1/2–1/3 ალი-ჭიაფერი-წითელი ფერით იფარება, რაც ნაყოფს მეტისმეტად ლამაზ გარეგნობას აძლევს. ზოგიერთ ნაყოფს ყუნწთან და ნაყოფის ზედაპირზე ჟანგაროს ხალები და წერტილები უჩნდება. უხვად მოსხმული ბერე-კლერჟოს ხე სიმწიფის პერიოდში იშვიათი თვალწარმტაცი სილამაზისაა.

ნაყოფის ხორცი თეთრია, მდნარი, ნახევრად წვნიანი, მომჟავო-მოტკბო გემოსი. ბერე-კლერჟო მესამე ხარისხოვან საოჯახო-სამზარეულო ჯიშებს ეკუთვნის. კრეფენ ნოემბერ–დეკემბერში.

ხე პატარა იზრდება, ვიწრო, უკუპირამიდული ვარჯით; ყინვაგამძლეა; ნიადაგის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია. ადრეულა ყვავილობისაა, ჯიში თვითსტერილია, ადრე შედის ნაყოფიერებაში და უხვმოსავლიანია.

ნაქარს საკმაოდ ბევრს იძლევა. კომშზე კარგად ჰგვარობს ორმაგი მყნობის შემთხვევაში, რადგანაც უშუალოდ კომშზე დამყნილი მეტად სუსტ ზრდას იჩენს. საჭიროა მოკლე სხვლა და ხშირი გაახალგაზრდავება.

ჯიში ძვირფასია, როგორც დეკორაციული ნაყოფის მომცემი, გემოთი კი მეტად მდარეა.

კლერჟოს სამრეწველო ნარგავები არც ძველად ყოფილა საქართველოში და არც ახალ ბაღებში დაეთმო მას ადგილი. იგი რჩება ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის სიაში.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები