თოთრაძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Soslanisa da ToTraZis orTabrZola.jpg|thumb|250პქ|'''სოსლანისა და თოთრაძის ორთაბრძოლა'''. მ. თუღანოვი]]
 
[[ფაილი:Soslanisa da ToTraZis orTabrZola.jpg|thumb|250პქ|'''სოსლანისა და თოთრაძის ორთაბრძოლა'''. მ. თუღანოვი]]
'''თოთრაძ-ი''' (ოს. Тотрадз) – ნართული ეპოსის პერსონაჟი [[ალაგათა|ალაგათების]] გვარიდან, [[ალიმბეგი]]ს ვაჟი, რომელსაც მამა და ექვსი ძმა ნართმა [[სოსლანი|სოსლანმა]] დაუხოცა. ალიმბეგის ძე თოთრაძი წმინდა ფოლადისა იყო, [[აკვანი|აკვანში]] მწოლიარეს დღისით [[მტკაველი]] ემატებოდა, ღამით – ციდა. იფიქრეს [[სათანა]]მ და სოსლანმა: თუ დროზე არ მოვუღეთ ბოლო, თოთრაძი უბედურებას დაგვმართებსო. სოსლანმა [[ნართა|ნართებს]] აუწყა: დღეს პარასკევია, მომავალ პარასკევს ზილახარის ველზე საჯირითოდ რომელი ოჯახიდანაც მამაკაცი არ გამოვა, მას ქალიშვილის სახით ხარკი დაედებაო. თოთრაძმა, რომელსაც ერთადერთი და ყავდა, გაიგო თუ არა სოსლანის განზრახვა, არტახები გაწყვიტა, აკვნიდან ამოვიდა, მამისეულ ცხენზე ამხედრდა და დათქმულ დროს მოედანზე მიიჭრა; სოსლანს ცხენი დააჯახა, [[შუბი]]ს წვერით მაღლა აიტაცა და საღამომდე ძირს არ დაუშვია; შეეხვეწა სოსლანი, ცოლშვილის სანახავად გამიშვი, მომავალ პარასკევს ნართსგარე ხუსძაგათში შევხვდეთ და ერთმანეთს შევებათო; დათანხმდა თოთრაძი. სათანამ სოსლანის ცხენს [[ქურდალაგონი]]ს მიერ გაკეთებული ათას ხმაზე მოწკრიალე ასი [[ზარი]] და ასი ეჟვანი ფაფარზე შეაბა და სოსლანს [[მგელი|მგლის]] ტყავის ქურქი ჩააცვა (თოთრაძის ქაჯების მიერ გაზრდილ ცხენს მგლის ტყავის ეშინოდა). დათქმულ დღეს მოქიშპეები, ერთმანეთს შეხვდნენ, მგლის ტყავის დანახვაზე და ზარების წკარუნზე თოთრაძის ცხენი დაფრთხა და გაიქცა. სოსლანი მოწინააღმდეგეს უკან მიეწია და განგმირა. თოთრაძი წამოასვენეს და მამისა და ძმების გვერდით დამარხეს. დედა წლიდან წლამდე [[აღაპი|აღაპებს]] უხდიდა შვილს, ყოველ შაბათს [[საკურთხი]] მიჰქონდა საფლავზე. ერთ სუსხიან დღეს საფლავზე მიმავალ ქალს სოსლანმა ცხენი დაატაკა. გამწარებული დედა საფლვზე დაემხო, მისმა ცრემლმა სამარხი გახვრიტა და მზის შუქი თოთრაძს დაადგა.  
+
'''თოთრაძ-ი''' (ოს. Тотрадз) – ნართული ეპოსის პერსონაჟი [[ალაგათა|ალაგათების]] გვარიდან, [[ალიმბეგი]]ს ვაჟი, რომელსაც მამა და ექვსი ძმა ნართმა [[სოსლანი|სოსლანმა]] დაუხოცა. ალიმბეგის ძე თოთრაძი წმინდა [[ფოლადი]]სა იყო, [[აკვანი|აკვანში]] მწოლიარეს დღისით [[მტკაველი]] ემატებოდა, ღამით – [[ციდა]]. იფიქრეს [[სათანა]]მ და სოსლანმა: თუ დროზე არ მოვუღეთ ბოლო, თოთრაძი უბედურებას დაგვმართებსო. სოსლანმა [[ნართა|ნართებს]] აუწყა: დღეს პარასკევია, მომავალ პარასკევს ზილახარის ველზე საჯირითოდ რომელი ოჯახიდანაც მამაკაცი არ გამოვა, მას ქალიშვილის სახით ხარკი დაედებაო. თოთრაძმა, რომელსაც ერთადერთი და ყავდა, გაიგო თუ არა სოსლანის განზრახვა, არტახები გაწყვიტა, აკვნიდან ამოვიდა, მამისეულ ცხენზე ამხედრდა და დათქმულ დროს მოედანზე მიიჭრა; სოსლანს ცხენი დააჯახა, [[შუბი]]ს წვერით მაღლა აიტაცა და საღამომდე ძირს არ დაუშვია; შეეხვეწა სოსლანი, ცოლშვილის სანახავად გამიშვი, მომავალ პარასკევს ნართსგარე ხუსძაგათში შევხვდეთ და ერთმანეთს შევებათო; დათანხმდა თოთრაძი. სათანამ სოსლანის ცხენს [[ქურდალაგონი]]ს მიერ გაკეთებული ათას ხმაზე მოწკრიალე ასი [[ზარი]] და ასი ეჟვანი ფაფარზე შეაბა და სოსლანს [[მგელი|მგლის]] ტყავის ქურქი ჩააცვა (თოთრაძის ქაჯების მიერ გაზრდილ ცხენს მგლის ტყავის ეშინოდა). დათქმულ დღეს მოქიშპეები, ერთმანეთს შეხვდნენ, მგლის ტყავის დანახვაზე და ზარების წკარუნზე თოთრაძის ცხენი დაფრთხა და გაიქცა. სოსლანი მოწინააღმდეგეს უკან მიეწია და განგმირა. თოთრაძი წამოასვენეს და მამისა და ძმების გვერდით დამარხეს. დედა წლიდან წლამდე [[აღაპი|აღაპებს]] უხდიდა შვილს, ყოველ შაბათს [[საკურთხი]] მიჰქონდა საფლავზე. ერთ სუსხიან დღეს საფლავზე მიმავალ ქალს სოსლანმა ცხენი დაატაკა. გამწარებული დედა საფლვზე დაემხო, მისმა ცრემლმა სამარხი გახვრიტა და მზის შუქი თოთრაძს დაადგა.  
  
 
ამბობენ, რომ თოთრაძი და სოსლანი [[საიქიო]]ში შეებრძოლებიან ერთმანეთს. საოცარი სანახავი იქნება მათი შერკინება: მიცვალებულები საყურებლად მოგროვდებიან; ვის სახელზე ყაბახი გამართეს, ის იქიდან დაუწყებს ცქერას, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ძეგლზე შედგება, ვისაც დოღი მიუძღვნეს, ის ცხენზე შემჯდარი შეხედავს ორთაბრძოლას.
 
ამბობენ, რომ თოთრაძი და სოსლანი [[საიქიო]]ში შეებრძოლებიან ერთმანეთს. საოცარი სანახავი იქნება მათი შერკინება: მიცვალებულები საყურებლად მოგროვდებიან; ვის სახელზე ყაბახი გამართეს, ის იქიდან დაუწყებს ცქერას, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ძეგლზე შედგება, ვისაც დოღი მიუძღვნეს, ის ცხენზე შემჯდარი შეხედავს ორთაბრძოლას.

მიმდინარე ცვლილება 17:16, 31 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

სოსლანისა და თოთრაძის ორთაბრძოლა. მ. თუღანოვი

თოთრაძ-ი (ოს. Тотрадз) – ნართული ეპოსის პერსონაჟი ალაგათების გვარიდან, ალიმბეგის ვაჟი, რომელსაც მამა და ექვსი ძმა ნართმა სოსლანმა დაუხოცა. ალიმბეგის ძე თოთრაძი წმინდა ფოლადისა იყო, აკვანში მწოლიარეს დღისით მტკაველი ემატებოდა, ღამით – ციდა. იფიქრეს სათანამ და სოსლანმა: თუ დროზე არ მოვუღეთ ბოლო, თოთრაძი უბედურებას დაგვმართებსო. სოსლანმა ნართებს აუწყა: დღეს პარასკევია, მომავალ პარასკევს ზილახარის ველზე საჯირითოდ რომელი ოჯახიდანაც მამაკაცი არ გამოვა, მას ქალიშვილის სახით ხარკი დაედებაო. თოთრაძმა, რომელსაც ერთადერთი და ყავდა, გაიგო თუ არა სოსლანის განზრახვა, არტახები გაწყვიტა, აკვნიდან ამოვიდა, მამისეულ ცხენზე ამხედრდა და დათქმულ დროს მოედანზე მიიჭრა; სოსლანს ცხენი დააჯახა, შუბის წვერით მაღლა აიტაცა და საღამომდე ძირს არ დაუშვია; შეეხვეწა სოსლანი, ცოლშვილის სანახავად გამიშვი, მომავალ პარასკევს ნართსგარე ხუსძაგათში შევხვდეთ და ერთმანეთს შევებათო; დათანხმდა თოთრაძი. სათანამ სოსლანის ცხენს ქურდალაგონის მიერ გაკეთებული ათას ხმაზე მოწკრიალე ასი ზარი და ასი ეჟვანი ფაფარზე შეაბა და სოსლანს მგლის ტყავის ქურქი ჩააცვა (თოთრაძის ქაჯების მიერ გაზრდილ ცხენს მგლის ტყავის ეშინოდა). დათქმულ დღეს მოქიშპეები, ერთმანეთს შეხვდნენ, მგლის ტყავის დანახვაზე და ზარების წკარუნზე თოთრაძის ცხენი დაფრთხა და გაიქცა. სოსლანი მოწინააღმდეგეს უკან მიეწია და განგმირა. თოთრაძი წამოასვენეს და მამისა და ძმების გვერდით დამარხეს. დედა წლიდან წლამდე აღაპებს უხდიდა შვილს, ყოველ შაბათს საკურთხი მიჰქონდა საფლავზე. ერთ სუსხიან დღეს საფლავზე მიმავალ ქალს სოსლანმა ცხენი დაატაკა. გამწარებული დედა საფლვზე დაემხო, მისმა ცრემლმა სამარხი გახვრიტა და მზის შუქი თოთრაძს დაადგა.

ამბობენ, რომ თოთრაძი და სოსლანი საიქიოში შეებრძოლებიან ერთმანეთს. საოცარი სანახავი იქნება მათი შერკინება: მიცვალებულები საყურებლად მოგროვდებიან; ვის სახელზე ყაბახი გამართეს, ის იქიდან დაუწყებს ცქერას, ვისაც ძეგლი დაუდგეს, ის ძეგლზე შედგება, ვისაც დოღი მიუძღვნეს, ის ცხენზე შემჯდარი შეხედავს ორთაბრძოლას.


[რედაქტირება] ლიტერატურა

Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები