წერწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები]]
+
[[ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები]]
  
 
[[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ყვავილოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია: ცხრატყავასებრნი]]
 
[[კატეგორია: ცხრატყავასებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 00:03, 23 თებერვალი 2023 მდგომარეობით

Werwa.PNG

წერწა - Lonicera caucasica Pall

ერწ.-თიან.-წარწი, თხაფსელა, ქვქართლ.- თხიფსელა, გარკახ. - ტყის საფერავი, თუშ.- ჭიჭკოტი, აჭარ.- დათვამოცვა, იმერ. - კეჭკეჭა

წერწა ცხრატყავასებრთა ოჯახიდანაა. უმეტესად დაბლობის ტყეებში ხარობს, თუმცა მთის შუა სარტყელში და უფრო ზემოთაც გვხვდება. გავრცელებულია უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ჯაგეკლიან ველებზე ბუჩქნარში, მუხნარ-რცხილნარში. სიმაღლით 3 მ-მდე ბუჩქია, ღია მოყავისფრო ქერქით დაფარული შიშველი ტოტებით. ფოთოლიც ძირითადად შიშველია, ქვედა მხარეზე ოდნავ შებუსვილი. წერწა ყვავის მაისსა და ივნისში. მოვარდისფრომოწითალო ან მოიისფრო ყვავილები ფოთლების იღლიაშია წყვილად განლაგებული.

ნაყოფი მუქი ლურჯი, სიშავეში გარდამავალი ფერის კენკრაა, მწიფდება აგვისტოში და სექტემბერში.


[რედაქტირება] წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები