პალმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ყვავილოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:პალმისებრნი]] | ||
13:29, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია
პალმა – (ლათ. arecáceae, pálmae, palmáceae), თბილი ქვეყნების მარადმწვანე ხე; აქვს მაღალი, სწორი, დაუტოტავი ტანი და წვერზე ჯგუფად შეკრებილი მარაოსებრი ან ფრთისებრი მსხვილი ფოთლები. გავრცელებულია ტროპიკებსა და ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. ის შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა. პალმის გამოყენების არე მრავალგვარია: მისგან ამზადებენ საკვებ და ტექნიკურ ზეთს, შაქარს, ღვინოს, სპირტს, ცვილს, ქაღალდს, წნულ ავეჯს, საშენ მასალასა და სხვ. მსოფლიოში არსებობს პალმის დაახლოებით 3400 სახეობა.