ფილიპინები
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
დამოუკიდებლობის პირველი აღიარება მოხდა 1898 წელს, მეორე 1943 წელს. | დამოუკიდებლობის პირველი აღიარება მოხდა 1898 წელს, მეორე 1943 წელს. | ||
| − | ფილიპინები აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი (რკინა, სპილენძი, ქრომი, [[ნიკელი]], [[ოქრო]], [[ვერცხლი]], ქვანახშირი), ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მეტალურგიული, ელექტრონული და სხვა მრეწველობა. | + | ფილიპინები აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი ([[რკინა]], სპილენძი, ქრომი, [[ნიკელი]], [[ოქრო]], [[ვერცხლი]], ქვანახშირი), ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მეტალურგიული, ელექტრონული და სხვა მრეწველობა. |
სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია: ქოქოსის [[პალმა]], შაქრის ლერწამი, თამბაქო, ციტრუსი და ტროპიკული ხილი. | სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია: ქოქოსის [[პალმა]], შაქრის ლერწამი, თამბაქო, ციტრუსი და ტროპიკული ხილი. | ||
12:38, 30 სექტემბერი 2022-ის ვერსია
ფილიპინები - (Philippines – ფილიპინების რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინების არქიპელაგის კუნძულებზე (7.000-ზე მეტი, მათგან მხოლოდ 800 დასახლებული).
ფართობი - 300 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 93,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ტაგალური.
დედაქალაქი - ქ. მანილა.
ადმინისტრაციულად იყოფა 75 პროვინციად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანოა კონგრესი (ორპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობის პირველი აღიარება მოხდა 1898 წელს, მეორე 1943 წელს.
ფილიპინები აგრარულ-ინდუსტრიული ქვეყანაა. განვითარებულია სამთომოპოვებითი (რკინა, სპილენძი, ქრომი, ნიკელი, ოქრო, ვერცხლი, ქვანახშირი), ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, მეტალურგიული, ელექტრონული და სხვა მრეწველობა.
სოფლის მეურნეობის მთავარი კულტურებია: ქოქოსის პალმა, შაქრის ლერწამი, თამბაქო, ციტრუსი და ტროპიკული ხილი.
მსხვილი საზღვაო პორტებია: მანილა, ბატანგასი, ლეგასპი, სებუ, დავაო, ილოილო.
საერთაშორისო აეროპორტი - მანილა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 125 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 86 ათ., სამხედრო-საჰაერო 15 ათ. და სამხედრო-საზღვაო 24 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.