რელიგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რელიგია''' - „რელიგია არის გარკვეულ შეხედულებათა (რწმენათა), ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რელიგია''' - „რელიგია არის გარკვეულ შეხედულებათა (რწმენათა), მოქმედებათა (კულტთა) და გრძნობათა ერთობლიობა. სიტყვა „რელიგია“ აღნიშნავს ზეციური ძალებისადმი რწმენას, ღმრთისმოსაობას, სალოცავს, კულტის საგანს“. წ მ. მამათა განმარტებით, რელიგია შინაარსით არის იმ დაკარგული კავშირის აღდგენა ღმერთსა და კაცს შორის, რომელიც სამოთხეში არსებობდა. ამ კავშირის აღდგენის გზების ძიებაში თვითნებურობამ წარმოშვა მრავალი რელიგია.
+
'''რელიგია''' - (ეტიმ. ლათ. religio, რაც, ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“). არ არსებობს რელიგიის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას.  
  
თანამედროვე მსოფლიოში 200-მდე რელიგია არსებობს, რომელთა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით ხდება. ასე მაგალითად:  პრიმიტიული და ცივილიზებული, ქრისტიანული და არაქრისტიანული, მსოფლიო (ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი) და ეთნიკური (ინდუიზმი, იუდაიზმი, დაოსიზმი, კონფუციზმი და ა.შ.), ჰუმანური და არაჰუმანური, ცრუ და ჭეშმარიტი (ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის ფუძემდებელმა - იესო ქრისტემ თავისი ჯვარზე გაკვრით შეარიგა ღმერთთან ცოდვებში ჩაფლული კაცობრიობა და აღადგინა ათასწლეულების წინ დაკარგული კავშირი ღმერთსა და კაცს შორის) მონოთეისტური და პოლითეისტური, თეისტური და ათეისტური (ათეისტურია ერთადერთი რელიგია - ბუდიზმი, სადაც ღმერთის ადგილი დაიკავა ადამიანმა), სატანისტური და პანთეისტური და ა.შ.  
+
სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.  
  
 +
რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური [[დოგმა|დოგმატიკა]] (თეორია, მოძღვრება), რელიგიური [[კულტი]], რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია.
  
 +
რელიგია რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს თაყვანისცემის ობიექტს და განსაზღვრავს საზოგადოების ზნეობრივ-კულტურულ პრინციპებს;
  
 +
წმ. მამათა განმარტებით, რელიგია შინაარსით არის იმ დაკარგული კავშირის აღდგენა ღმერთსა და კაცს შორის, რომელიც სამოთხეში არსებობდა. ამ კავშირის აღდგენის გზების ძიებაში თვითნებურობამ წარმოშვა მრავალი რელიგია.
  
== წყარო ==
+
რელიგია აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც [[ბიბლია|ბიბლიას]] ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე.
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
  
 +
თანამედროვე მსოფლიოში 200-მდე რელიგია არსებობს, რომელთა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით ხდება.
 +
  
 +
 +
 +
 +
== წყარო ==
 +
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 +
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
 +
*  ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ
 +
* მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]

15:00, 30 მარტი 2017-ის ვერსია

რელიგია - (ეტიმ. ლათ. religio, რაც, ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“). არ არსებობს რელიგიის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას.

სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.

რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური დოგმატიკა (თეორია, მოძღვრება), რელიგიური კულტი, რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია.

რელიგია რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს თაყვანისცემის ობიექტს და განსაზღვრავს საზოგადოების ზნეობრივ-კულტურულ პრინციპებს;

წმ. მამათა განმარტებით, რელიგია შინაარსით არის იმ დაკარგული კავშირის აღდგენა ღმერთსა და კაცს შორის, რომელიც სამოთხეში არსებობდა. ამ კავშირის აღდგენის გზების ძიებაში თვითნებურობამ წარმოშვა მრავალი რელიგია.

რელიგია აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც ბიბლიას ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე.

თანამედროვე მსოფლიოში 200-მდე რელიგია არსებობს, რომელთა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით ხდება.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები