რეოლოგია
(ახალი გვერდი: '''რეოლოგია''' –(ბერძ. rheos დინება, ნაკადი და lógos სიტყვა, გამონათქვა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ფიზიკა]] | [[კატეგორია:ფიზიკა]] | ||
[[კატეგორია:ფიზიკის დარგები]] | [[კატეგორია:ფიზიკის დარგები]] | ||
| + | [[კატეგორია:მეცნიერების დარგები]] | ||
16:12, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია
რეოლოგია –(ბერძ. rheos დინება, ნაკადი და lógos სიტყვა, გამონათქვამი, თანაფარდობა), ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მატერიის დეფორმაციასა და დინებას, განსაკუთრებით ნიუტონისეული სითხეების ნაკადებსა და მყარი ტანების პლასტიკურ დინებებს. ის იხილავს პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ნარჩენ დეფორმაციებთან, სხვადასხვა ბლანტ და პლასტიკურ მასალებთან, ძაბვების რელაქსაციის მოვლენებთან და სხვ.
რეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდრომექანიკასთან, დრეკადობის, პლასტიკურობისა და დენადობის თეორიებთან. მას შუალედი მდგომარეობა უკავია დრეკადობის თეორიასა და ჰიდროდინამიკას შორის. რეოლოგია შესწავლისას ფართოდ მიმართავენ ვისკოზიმეტრიის მეთოდებს; მოიცავს ფიზიკის მნიშვნელოვან დარგებს (პოლიმერების ფიზიკა, დისპერსიული სისტემების ფიზიკა, ბიოფიზიკა).
მასალის რეოლოგიური ქცევის ექსპერიმენტული მახასიათებლები ცნობილია როგორც რეომეტრია, თუმცა ტერმინი რეოლოგია ხშირად გამოიყენება ექსპერიმენტატორების მიერ რეომეტრიის სინონიმად. რეოლოგიის თეორიული ასპექტები წარმოადგენენ მასალის ნაკადის/დეფორმაციული ქცევის ფარდობას მის შიგა სტრუქტურასთან (მაგ., პოლიმერული მოლეკულების ორიენტაცია და წაგრძელება), აგრეთვე მასალის ნაკადის/დეფორმაციის ქცევას, რომელიც არ შეიძლება აიწეროს ელასტიურობის ან სითხეების კლასიკური მექანიკით. თეორიული რეოლოგიის დიდი ნაწილი დაკავშირებულია შიგა ძალვების ერთიანობასთან შიგა ძაბვების მგრეხი მომენტების, შიგა დეფორმაციული გრადიენტებისა და ნაკადების სიჩქარესთან. ბეტონისა და ბეტონის ნარევის სიმტკიცე (მუშაუნარიანობა) დამოკიდებულია ნედლი ცემენტის ცომის რეოლოგიურ თვისებებზე. გაცხელებული ბეტონის მექანიკური თვისებები იზრდება, თუ ბეტონის ნარევში ნაკლებ წყალს გამოვიყენებთ, თუმცა წყალცემენტის ფაქტორის შემცირებამ შეიძლება გაამარტივოს შერევის პროცესი. ასეთი არასასურველი ეფექტისაგან თავის დასაღწევად იყენებენ სუპერპლასტიფიკატორს, რომელიც ამცირებს ნედლი ცემენტის ცომის დენადობის ზღვარსა და სიბლანტეს და საბოლოო ჯამში, აუმჯობესებს ბეტონისა და ბეტონის ნარევის სიმტკიცის მახასიათებლებს. მშენებლობაში, ასევე, მნიშვნელოვანია გრუნტების რეოლოგია – გრუნტების მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის დროში გრუნტების მდგომარეობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის წარმოქმნისა და ცვალებადობის საკითხებს.