ეოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 13: ხაზი 13:
 
ტითონოსი დაბერდა, დაუძლურდა და ერთ მიხრწნილ, მაგრამ უკვდავ ბერიკაცად გადაიქცა. ეოსმა იგი გადაიყვარა და გვიანი
 
ტითონოსი დაბერდა, დაუძლურდა და ერთ მიხრწნილ, მაგრამ უკვდავ ბერიკაცად გადაიქცა. ეოსმა იგი გადაიყვარა და გვიანი
 
ლეგენდების თანახმად, ჭრიჭინობელად გარდასახა.
 
ლეგენდების თანახმად, ჭრიჭინობელად გარდასახა.
 +
 +
 +
 +
  
  

23:15, 29 მარტი 2017-ის ვერსია

ეოსი და მემნონი. თეფშის ფერწერა (ძვ.წ. 490-485 წ.წ.), პარიზი ლუვრი

ეოსი(ბერძნ.) განთიადის ღვთაება. ტიტანებისჰიპერიონისა და თეას ასული. ჰელიოსის (მზის) და სელენეს (მთვარის) და. სხვა ვერსიით, ჰელიოსის და ნიქსის ასული. რომაულ მითოსში მისი სახელია ავრორა.

ბერძენთა ფანტაზიამ ეოსი ახალგაზრდა, მშვენიერ ქალად წარმოიდგინა, გრძელი, ტალღოვანი თმითა და ვარდისფერი სამოსით ტანშებურული. ღამის წყვდიადი ოკეანოსის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ვარდისფრად რომ იფაკლებოდა, ყველამ იცოდა, მოფრინავდა განთიადის ღვთაება ეოსი. მის მშვენიერ სახეზე ვარსკვლავთა სხივები კიაფობდნენ და მიმავალი ღამის ბინდებს არღვევდნენ. ვარდისფერთითება ეოსი აღებდა ზეციურ კარიბჭეს, საიდანაც მზის ოქროს ეტლი მოფრინავდა.

ეოსი და ჰელიოსი. კრატერის ფერწერა (ძვ.წ. IV ს. ბოლო ხანა), მიუნჰენი, ანტიკური კოლექციის სახელმწიფო მუზეუმი

ეოსის სახელს მრავალი მითი დაუკავშირდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი მისი ტითონოსისადმი სიყვარულის ამბავი იყო: ტითონოსი, ტროას მეფის მშვენიერი ჭაბუკი, თავდავიწყებით შეიყვარა ეოსმა, მოიტაცა და თან წაიყვანა უკიდურესი აღმოსავლეთის ზეციურ სავანეში. მისი თხოვნით, ზევსმა უკვდავება მიანიჭა ტითონოსს. მაგრამ შეცდა ეოსი. მას დაავიწყდა ეთხოვა ღმერთთა მეუფისათვის უკვდავებასთან ერთად მისთვის მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებაც. ტითონოსი დაბერდა, დაუძლურდა და ერთ მიხრწნილ, მაგრამ უკვდავ ბერიკაცად გადაიქცა. ეოსმა იგი გადაიყვარა და გვიანი ლეგენდების თანახმად, ჭრიჭინობელად გარდასახა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები