რელიგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რელიგია''' - (ეტიმ. ლათ. religio, რაც, ქრისტიანი მწერლის, ლაქტანციუსის (III-IV ს.) თანახმად, მომდინარეობს ზმნიდან რელიგარე „მიბმა“, „დაკავშირება“). არ არსებობს რელიგიის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას.  
+
'''რელიგია''' - Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას,  მოწიწებას,  თაყვანისცემას,  სინდისიანობას, ღვთისმოსაობას,  მორწმუნეობას,  მოწმინდარობას და იმას, რასაც რელიგიას ვეძახით.
 +
 
 +
====სიტყვა "რელიგიის" ეტიმოლოგია====
 +
რელიგიის წარმომავლობისა და თავდაპირველი მნიშვნელობის შესახებ რამდენიმე თვალსაზრისი არსებობს. ცნობილი რომაელი ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ციცერონი (106-43) ამ ტერმინს ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნასთან  Relegere აკავშირებდა, რომელიც შეკრებად, შემოკრებად ითარგმნება, ხოლო გადატანით კრძალულებას, რაიმეს ან ვინმეს მიმართ განსაკუთრებული რიდის გამოჩენას ნიშნავს. იგი რელიგიურობის არსებით ნიშნად იდუმალებით მოსილ და უმაღლეს ძალთა, ე.ი. ღვთაებათა თაყვანისცემის წესთა მცოდნეობას ასახელებს. მისი სიტყვებია: ,,ვინც გულმოდგინედ დაამუშავებს და შემოკრებს ყველაფერს, რაც ღმერთების თაყვანისცემას (,,კულტს“) განეკუთვნება, იწოდება როგორც რელიგიოსუს (რელიგიური)“.
 +
 
 +
მეორე ლათინურენოვანი მწერალი და ქრისტიანი თეოლოგი ლაქტანციუსი (+330) მიიჩნევდა, რომ სიტყვა „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნიდან Relegere რაც ნიშნავს „დაკავშირებას“, „შეერთებას“. ამდენად, რელიგიის არსება, მისი განმარტებით, არის ადამიანის ღმერთთან კავშირი. იგი ამბობს: ჩვენ, ქრისტიანები, „ღვთისმოსაობის საბელით დაკავშირებულნი ვართ ღმერთთან და ამგვარ ურთიერთობას რელიგია ეწოდება... რელიგია ნიშნავს ღვთისმოსაობას და ღმერთთან კავშირს“. ამ სიტყვაში რელიგიის არსება სრულყოფილადაა წარმოჩენილი - ადამიანის ცოცხალი კავშირი ღმერთთან, რომელიც მორწმუნის გულის სიღრმეში აღესრულება.
 +
 
 +
რელიგიის განმარტებას ნეტარ ავგუსტინესთანაც (+430) ვხვდებით. ამ სიტყვას იგი აკავშირებს ზმნასთან  Relegere, ხელახალი კავშირი,  კვლავშეერთება,  გაერთიანება, რაც მიგვანიშნებს, რომ რელიგია ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული და აწ დარღვეული კავშირის განახლება, კვალადგებაა. იგი წერს: „ჩვენ ვესწრაფვით, რომ სიყვარულით აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და, როგორც ჩანს, აქედან წარმოდგება სახელწოდება რელიგია, რათა ღმერთში ვპოვოთ მშვიდობა“.
 +
 
 +
ასე რომ, სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე,  რეელიგერე,  რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.
 +
 
 +
აღნიშნული ეტიმოლოგია და სემანტიკა რელიგიის ორ ელემენტს, ორ ძირითად შინაარსს უსვამს ხაზს - კავშირს და კრძალულებას, ღვთის ხმობას და მისდამი თაყვანისცემას, რაც მეტად თუ ნაკლებად, ასე თუ ისე ნებისმიერ რელიგიას ახასიათებს. ისინი ურთიერთშემავსებელი ელემენტებია. კრძალულების გარეშე რელიგიურობა ფარისევლობად, მლიქვნელობად, პირმოთნეობად და ცარიელ მოწესეობად გადაიქცევა, ხოლო რწმენა მშრალ, უსულგულო დოქტრინას დაემსგავსება.
 +
 
 +
შეგვიძლია ვთქვათ: Religio  რთული სიტყვაა და შედგება ორი ნაწილისაგან: წინსართისაგან Re, რაც განმეორებითობას აღნიშნავს, და ძირისაგან Ligo (დაკავშირება).
  
სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.
 
  
რელიგია როგორც ცხოვრების, აზროვნებისა და შემეცნების ფორმა, ზოგადად ასე განიმარტება: იგი არის ადამიანის გარეთ არსებული ძალების ანუ მიღმიერი, ზებუნებრივი, ზეცნობიერი რეალობის რწმენა. იმის მიხედვით, თუ როგორია ეს რწმენა: რა სწამთ და როგორია ის სამყარო, რომელიც სწამთ; როგორია ფორმები, რითაც ამ სამყაროსთან ურთიერთობა მყარდება, ან ვინ ამყარებს ამ ურთიერთობას, - რელიგიის გარეგანი მხარე, ე.ი. რელიგიური პრაქტიკა,- კულტმსახურება (იგივე ღვთისმსახურება) განისაზღვრება ასე იქმნება რელიგიური [[დოგმა|დოგმატიკა]] (თეორია, მოძღვრება), რელიგიური [[კულტი]], რელიგიური თემი და რელიგიური იერარქია.
 
  
რელიგია რწმენაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოადგენს თაყვანისცემის ობიექტს და განსაზღვრავს საზოგადოების ზნეობრივ-კულტურულ პრინციპებს;
 
  
წმ. მამათა განმარტებით, რელიგია შინაარსით არის იმ დაკარგული კავშირის აღდგენა ღმერთსა და კაცს შორის, რომელიც სამოთხეში არსებობდა. ამ კავშირის აღდგენის გზების ძიებაში თვითნებურობამ წარმოშვა მრავალი რელიგია.
 
  
რელიგია აღნიშნავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმრთისადმი, რომელიც ისტორიულად რწმენათა და საკულტო და რიტუალურ აქტთა კომპლექსის სახით ყალიბდება. ამის გამო არ არსებობს, ზოგადად, რელიგია, არამედ არსებობს რელიგიები. რელიგიათა სხვადასხვა ტიპოლოგიას განასხვავებენ: ბუნებრივი რელიგიები, რომელთა დასაბამად ადამიანური ძიებანი იქცა; გამოცხადების რელიგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო ღმრთის გამოცხადება, მისი პიროვნების გამოვლინება (ებრაელობა, ქრისტიანობა), ან ღმრთის განსაკუთრებული სახით გამოვლინების რწმენა (ისლამიზმი); ეთნიკური რელიგიები ხალხთა ჯგუფების ან გარკვეული ერების წიაღში ვითარდება; უნივერსალურია რელიგიები, რომლებიც ადგილობრივ ეროვნულ სივრცეს სცილდება და უფრო ფართოდ ვრცელდება; მონოთეისტური რელიგიები ერთ ღმერთს აღიარებენ, პოლითეისტურები - მრავალ ღმრთაებას. ბოლოს, წიგნის რელიგიებს უწოდებენ ებრაელობასა და ქრისტიანობას, რომლებიც [[ბიბლია|ბიბლიას]] ემყარება, და ისალმს, რომელიც დაფუძნებულია ყურანზე.
 
  
თანამედროვე მსოფლიოში 200-მდე რელიგია არსებობს, რომელთა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით ხდება.
 
 
  
  

16:21, 23 აგვისტო 2017-ის ვერსია

რელიგია - Religio ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ყურადღებას, მოწიწებას, თაყვანისცემას, სინდისიანობას, ღვთისმოსაობას, მორწმუნეობას, მოწმინდარობას და იმას, რასაც რელიგიას ვეძახით.

სიტყვა "რელიგიის" ეტიმოლოგია

რელიგიის წარმომავლობისა და თავდაპირველი მნიშვნელობის შესახებ რამდენიმე თვალსაზრისი არსებობს. ცნობილი რომაელი ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ციცერონი (106-43) ამ ტერმინს ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნასთან Relegere აკავშირებდა, რომელიც შეკრებად, შემოკრებად ითარგმნება, ხოლო გადატანით კრძალულებას, რაიმეს ან ვინმეს მიმართ განსაკუთრებული რიდის გამოჩენას ნიშნავს. იგი რელიგიურობის არსებით ნიშნად იდუმალებით მოსილ და უმაღლეს ძალთა, ე.ი. ღვთაებათა თაყვანისცემის წესთა მცოდნეობას ასახელებს. მისი სიტყვებია: ,,ვინც გულმოდგინედ დაამუშავებს და შემოკრებს ყველაფერს, რაც ღმერთების თაყვანისცემას (,,კულტს“) განეკუთვნება, იწოდება როგორც რელიგიოსუს (რელიგიური)“.

მეორე ლათინურენოვანი მწერალი და ქრისტიანი თეოლოგი ლაქტანციუსი (+330) მიიჩნევდა, რომ სიტყვა „რელიგია“ წარმოდგება ლათინური ზმნიდან Relegere რაც ნიშნავს „დაკავშირებას“, „შეერთებას“. ამდენად, რელიგიის არსება, მისი განმარტებით, არის ადამიანის ღმერთთან კავშირი. იგი ამბობს: ჩვენ, ქრისტიანები, „ღვთისმოსაობის საბელით დაკავშირებულნი ვართ ღმერთთან და ამგვარ ურთიერთობას რელიგია ეწოდება... რელიგია ნიშნავს ღვთისმოსაობას და ღმერთთან კავშირს“. ამ სიტყვაში რელიგიის არსება სრულყოფილადაა წარმოჩენილი - ადამიანის ცოცხალი კავშირი ღმერთთან, რომელიც მორწმუნის გულის სიღრმეში აღესრულება.

რელიგიის განმარტებას ნეტარ ავგუსტინესთანაც (+430) ვხვდებით. ამ სიტყვას იგი აკავშირებს ზმნასთან Relegere, ხელახალი კავშირი, კვლავშეერთება, გაერთიანება, რაც მიგვანიშნებს, რომ რელიგია ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული და აწ დარღვეული კავშირის განახლება, კვალადგებაა. იგი წერს: „ჩვენ ვესწრაფვით, რომ სიყვარულით აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და, როგორც ჩანს, აქედან წარმოდგება სახელწოდება რელიგია, რათა ღმერთში ვპოვოთ მშვიდობა“.

ასე რომ, სიტყვა „რელიგია“ ეტიმოლოგიურად ლათინურ ზმნებს უკავშირდება - რელიგერე, რელიგარე, რეელიგერე, რომლებიც ერთმანეთს ფორმითაც და მნიშვნელობითაც ენათესავებიან - შემოკრება, დაკავშირება, ხელახლა დაკავშირება, ხოლო გადატანით, მეორეული აზრით - ღვთისმოსაობა, თაყვანისცემა (კულტმსახურება), კრძალულება.

აღნიშნული ეტიმოლოგია და სემანტიკა რელიგიის ორ ელემენტს, ორ ძირითად შინაარსს უსვამს ხაზს - კავშირს და კრძალულებას, ღვთის ხმობას და მისდამი თაყვანისცემას, რაც მეტად თუ ნაკლებად, ასე თუ ისე ნებისმიერ რელიგიას ახასიათებს. ისინი ურთიერთშემავსებელი ელემენტებია. კრძალულების გარეშე რელიგიურობა ფარისევლობად, მლიქვნელობად, პირმოთნეობად და ცარიელ მოწესეობად გადაიქცევა, ხოლო რწმენა მშრალ, უსულგულო დოქტრინას დაემსგავსება.

შეგვიძლია ვთქვათ: Religio რთული სიტყვაა და შედგება ორი ნაწილისაგან: წინსართისაგან Re, რაც განმეორებითობას აღნიშნავს, და ძირისაგან Ligo (დაკავშირება).






წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები