ფაფანაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ქართული სამოსი]]
 
[[კატეგორია:ქართული სამოსი]]
[[კატეგორია:თავსაბურავი]]
+
[[კატეგორია:თავსაბურავები]]

მიმდინარე ცვლილება 11:53, 17 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ფაფანაკი

ფაფანაკი - ქართული ქუდის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავია, რომელიც მამაკაცის მხოლოდ თავის თხემს ფარავს. აქვს შეჭრილი ოვალის ფორმა და თასმებით მაგრდება ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა) ჰქონდა გადაკრული და დაქარგული იყო.

ფაფანაკი „იმერული ქუდის“ სახელითაცაა ცნობილი, თუმცა წარსულში უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ისტორიულ წყაროებში XV ს-დან დასტურდება.



[რედაქტირება] ლიტერატურა

ლ. მოლოდინი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები