კომპოზიტური მასალა
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''კომპოზიტური მასალა''' (კომპოზიტი) – ხელოვნურად შექმნილი არაერთგვაროვანი უწყვეტი მყარი მასალა, რომელიც შედგება ორი ან მეტი კომპონენტისაგან, რომლებიც ზუსტი საზღვრებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. [[კომპოზიტი|კომპოზიტების]] უმრავლესობაში (გარდა ფენოვანის) კომპონენტები შეიძლება დაიყოს მატრიცად (შემკვრელი) და მაარმირებელ ელემენტებად (შემვსები). კონსტრუქციული დანიშნულების კომპოზიტებში მაარმირებელი ელემენტები უზრუნველყოფს მასალის მექანიკურ მახასიათებლებს (სიმტკიცე, სიხისტე და ა.შ.), ხოლო მატრიცა – დაარმირებული ელემენტების ერთობლივ მუშაობას და მათ დაცვას მექანიკური დაზიანებისა და ქიმიურად აგრესიული გარემოსაგან. | '''კომპოზიტური მასალა''' (კომპოზიტი) – ხელოვნურად შექმნილი არაერთგვაროვანი უწყვეტი მყარი მასალა, რომელიც შედგება ორი ან მეტი კომპონენტისაგან, რომლებიც ზუსტი საზღვრებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. [[კომპოზიტი|კომპოზიტების]] უმრავლესობაში (გარდა ფენოვანის) კომპონენტები შეიძლება დაიყოს მატრიცად (შემკვრელი) და მაარმირებელ ელემენტებად (შემვსები). კონსტრუქციული დანიშნულების კომპოზიტებში მაარმირებელი ელემენტები უზრუნველყოფს მასალის მექანიკურ მახასიათებლებს (სიმტკიცე, სიხისტე და ა.შ.), ხოლო მატრიცა – დაარმირებული ელემენტების ერთობლივ მუშაობას და მათ დაცვას მექანიკური დაზიანებისა და ქიმიურად აგრესიული გარემოსაგან. | ||
| − | კომპოზიტური მასალით დამზადებული ნაკეთობის მახასიათებლები და თვისებები დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების შერჩევასა და მათი შეერთების ტექნოლოგიაზე. კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაარმირებელი შემვსები და მატრიცები. ესენია: [[გეტინაქსი]] და ტექსტოლითი (ფენოვანი პლასტიკები [[ქაღალდი]]სა და [[ქსოვილი]]საგან შეწებებული თერმორეაქტიული წებოთი), მინა- და გრაფიტოპლასტი (ქსოვილი ან დახვეული ბოჭკო მინისა და გრაფიტისაგან შეერთებული ეპოქსიდური წებოთი), ფანერა, [[ბულატი]] (ერთ-ერთი უძველესი | + | კომპოზიტური მასალით დამზადებული ნაკეთობის მახასიათებლები და თვისებები დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების შერჩევასა და მათი შეერთების ტექნოლოგიაზე. კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაარმირებელი შემვსები და მატრიცები. ესენია: [[გეტინაქსი]] და ტექსტოლითი (ფენოვანი პლასტიკები [[ქაღალდი]]სა და [[ქსოვილი]]საგან შეწებებული თერმორეაქტიული წებოთი), მინა- და გრაფიტოპლასტი (ქსოვილი ან დახვეული ბოჭკო მინისა და გრაფიტისაგან შეერთებული ეპოქსიდური წებოთი), ფანერა, [[ბულატი]] (ერთ-ერთი უძველესი კომპოზიტური მასალა, რომელშიც მაღალნახშირბადიანი [[ფოლადი]]ს უთხელესი ფენები ან უწვრილესი ძაფები „შეწებებულია“ რბილ მცირენახშირბადიან [[რკინა]]სთან). არსებობს აგრეთვე მასალები, რომლებშიც მაღალი სიმტკიცის შენადნობების წვრილი [[ბოჭკო|ბოჭკოები]] ამოვსებულია თხევადი [[ალუმინი]]ს მასით. |
გავრცელებულია კომპოზიტური მასალის შემდეგი სახეები: [[ბოჭკოვანი კომპოზიტი|ბოჭკოვანი]], ფენოვანი; პოლიმერული, კერამიკული, ლითონური და სხვა. | გავრცელებულია კომპოზიტური მასალის შემდეგი სახეები: [[ბოჭკოვანი კომპოზიტი|ბოჭკოვანი]], ფენოვანი; პოლიმერული, კერამიკული, ლითონური და სხვა. | ||
16:50, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
კომპოზიტური მასალა (კომპოზიტი) – ხელოვნურად შექმნილი არაერთგვაროვანი უწყვეტი მყარი მასალა, რომელიც შედგება ორი ან მეტი კომპონენტისაგან, რომლებიც ზუსტი საზღვრებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. კომპოზიტების უმრავლესობაში (გარდა ფენოვანის) კომპონენტები შეიძლება დაიყოს მატრიცად (შემკვრელი) და მაარმირებელ ელემენტებად (შემვსები). კონსტრუქციული დანიშნულების კომპოზიტებში მაარმირებელი ელემენტები უზრუნველყოფს მასალის მექანიკურ მახასიათებლებს (სიმტკიცე, სიხისტე და ა.შ.), ხოლო მატრიცა – დაარმირებული ელემენტების ერთობლივ მუშაობას და მათ დაცვას მექანიკური დაზიანებისა და ქიმიურად აგრესიული გარემოსაგან.
კომპოზიტური მასალით დამზადებული ნაკეთობის მახასიათებლები და თვისებები დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების შერჩევასა და მათი შეერთების ტექნოლოგიაზე. კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაარმირებელი შემვსები და მატრიცები. ესენია: გეტინაქსი და ტექსტოლითი (ფენოვანი პლასტიკები ქაღალდისა და ქსოვილისაგან შეწებებული თერმორეაქტიული წებოთი), მინა- და გრაფიტოპლასტი (ქსოვილი ან დახვეული ბოჭკო მინისა და გრაფიტისაგან შეერთებული ეპოქსიდური წებოთი), ფანერა, ბულატი (ერთ-ერთი უძველესი კომპოზიტური მასალა, რომელშიც მაღალნახშირბადიანი ფოლადის უთხელესი ფენები ან უწვრილესი ძაფები „შეწებებულია“ რბილ მცირენახშირბადიან რკინასთან). არსებობს აგრეთვე მასალები, რომლებშიც მაღალი სიმტკიცის შენადნობების წვრილი ბოჭკოები ამოვსებულია თხევადი ალუმინის მასით.
გავრცელებულია კომპოზიტური მასალის შემდეგი სახეები: ბოჭკოვანი, ფენოვანი; პოლიმერული, კერამიკული, ლითონური და სხვა.
დადებითი თვისებები: მაღალი ხვედრითი სიმტკიცე, სიხისტე, ცვეთამედეგობა, დაღლილობითი სიმტკიცე და სიმსუბუქე. კომპოზიტური მასალა შეიძლება დამზადდეს სტაბილური გეომეტრიული ზომების კონსტრუქციები. ნაკლოვანებები: მაღალი ფასი, ანიზოტროპიულობა, დაბალი დარტყმითი სიბლანტე, მაღალი ხვედრითი მოცულობა, ჰიგროსკოპულობა, ტოქსიკურობა, დაბალი საექსპლუატაციო ტექნოლოგიურობა და სხვ.
გამოყენების სფერო: რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, მინაპლასტიკის ნაკეთობები, საავტომობილო საბურავები, ლითონ-კომპოზიტები, სპორტული ველოსიპედები, თხილამურები, ჰოკიჯოხები (ჰოკეის), ციგურები, კანოე, ბაიდარკები, სარბოლო ავტომობილებისა და მოტოციკლების ძარის დეტალები, მუზარადები, შიგაწვის ძრავის დგუშები და ბარბაცები და სხვა.
