მედამღე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:12, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
მედამღე - ხელოსნებსა და ვაჭრებზე დაწესებული გადასახადის - დამღის ამკრეფი მოხელე, ეს გადასახადი საქართველოში მონღოლთა დროიდან დაწესდა. იგი გულისხმობდა სავაჭრო საქონლის გადასახდს 3%-ის ოდენობით. მედამღის ფუნქცია კონკრეტულად დამღის გადასახადის ზუსტად და დროულად აკრეფა იყო.
მედამღე ისევე, როგორც სხვა გადასახადის ამკრეფი მოხელეები, ადგილობრივი ადმინისტრაციის მოხელეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, თუმცა, ამა თუ იმ ადგილზე მას ცენტრალური ხელისუფლება აგზავნიდა. ისეთ ქართულ დოკუმენტებში, რომლებიც ვაჭართა გადასახადებისაგან გათავისუფლებას ეხება, მედამღე ადგილობრივ მოხელესთან (მოურავის) შემდგომ მოიხსენიება. ასეა, მაგ., კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574-1605) ბრძანებაში აბრეშუმით მოვაჭრეთა დამღისგან გათავისუფლების შესახებ.
[რედაქტირება] წყარო და ლიტერატურა
- ქსის 1955: 43, 470;
- სურგულაძე 1952: 218.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში