ბედიის გულანი
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ბედიის გულანი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება. | ბედიის გულანი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება. | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
==იხილეთ აგრეთვე== | ==იხილეთ აგრეთვე== | ||
| ხაზი 24: | ხაზი 14: | ||
* [[ბედიის ბარძიმი]] | * [[ბედიის ბარძიმი]] | ||
| + | ==წყარო== | ||
| + | * კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია. | ||
[[კატეგორია:ქართული ხელნაწერები]] | [[კატეგორია:ქართული ხელნაწერები]] | ||
18:07, 2 ივლისი 2020-ის ვერსია
ბედიის გულანი - წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერ ძეგლს. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიბიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ.
გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ბედიის გულანი შეიცავს 960 ფურცელს, მინიატურის ზომაა 45,5 სმ. X 33,5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე ნუსხური დამწერლობით, ორ სვეტად, ლამაზი გაკრული ხელით. მელანი შავია, სათაურები გამოყოფილია სინგურით.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ბედიის გულანი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.