გაფართოებადი პორტლანდცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გაფართოებადი პორტლანდცემენტი''' – ცემენტი, რომელიც მიიღება [[პორტლანდცემენტი]]ს [[კლინკერი]]ს (58-63%), თიხამიწოვანი წიდის ან | + | '''გაფართოებადი პორტლანდცემენტი''' – [[ცემენტი]], რომელიც მიიღება [[პორტლანდცემენტი]]ს [[კლინკერი]]ს (58-63%), თიხამიწოვანი წიდის ან [[კლინკერი (სამშენებლო მასალა)|კლინკერი]]ს (5-7%), [[თაბაშირი]]ს (7-10%), ბრძმედის გრანულირებული წიდის ან სხვა აქტიური მინერალური დანამატის (23-28%) ერთად დაფქვით. გაფართოებად ცემენტებზე დამზადებული [[ბეტონი]] წყალში ფართოვდება 0,3-1%-მდე. ჰაერზე მისი გაფართოება ხდება თუ მუდმივად დავატენიანებთ პირველი სამი დღე-ღამის განმავლობაში. მცირეხნიანი გაორთქვლისას კი სწრაფად მყარდება, რაც საშუალებას იძლევა [[ყალიბი]] გამოვიყენოთ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ჩვეულებრივი ცემენტის გამოყენებისას. |
12:18, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია
გაფართოებადი პორტლანდცემენტი – ცემენტი, რომელიც მიიღება პორტლანდცემენტის კლინკერის (58-63%), თიხამიწოვანი წიდის ან კლინკერის (5-7%), თაბაშირის (7-10%), ბრძმედის გრანულირებული წიდის ან სხვა აქტიური მინერალური დანამატის (23-28%) ერთად დაფქვით. გაფართოებად ცემენტებზე დამზადებული ბეტონი წყალში ფართოვდება 0,3-1%-მდე. ჰაერზე მისი გაფართოება ხდება თუ მუდმივად დავატენიანებთ პირველი სამი დღე-ღამის განმავლობაში. მცირეხნიანი გაორთქვლისას კი სწრაფად მყარდება, რაც საშუალებას იძლევა ყალიბი გამოვიყენოთ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ჩვეულებრივი ცემენტის გამოყენებისას.