აჰურა მაზდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ირანული მითები]] | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
+ | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
+ | [[კატეგორია:ღმერთები ირანულ მითოლოგიაში]] |
13:56, 27 ივნისი 2017-ის ვერსია
აჰურა მაზდა – (ძვ. ირან.) მითოლოგიაში ღმერთთა კრებულის უზენაესი ღვთაება, „ბრძენი აჰურა“, აჰურათა შორის უპირველესი შეგვხვდება სხვადასხვა ფონეტიკური სახეცვლილებებით: ორმუზდი, არმაზი. მისგან არის შექმნილი ყოველი სიკეთე და მშვენიერება, რაც კი არსებობს, იგი ქმნის ძალისხმევით და აზრის ძალით. კაცობრიობის ისტორიის მთელს მანძილზე აჰურა მაზდა ანგრი მაინუს ანტაგონისტია. თავის ბოროტ უფროს ძმასთან და დევებთან ბრძოლაში კეთილი აჰურები ანუ ამეშა სპენტები ჰყავს შემოკრებილი. ზარათუშთრამ მისგან გამოცხადებით მიიღო მაზდეანური რელიგია, მისი ზნეობრივი კანონები და ძირითადი დოგმატები.
აჰურამაზდას ხილული გამოვლენა ანუ სხეული ცეცხლია (ათარი), მისი სიმბოლოა ფრთიანი მირგვალა.