კავკასიური ცაცხვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კავკასიური ცაცხვი '''კავკასიური ცაცხვ...) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ცაცხვისებრნი]] | [[კატეგორია:ცაცხვისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ხე მცენარეები]] | [[კატეგორია:ხე მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ცაცხვი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:05, 28 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
კავკასიური ცაცხვი − (ლათ. Tilia caucasica) – ფოთოლმცვენი ფოთლოვანი ხის ჯიში. სიმაღლეში იზრდება 35 მ-მდე. აქვს თეთრი-მოვარდისფრო მსუბუქი რბილი მერქანი. ადვილად მუშავდება, იღებება. გავრცელებულია კავკასიის მთებში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინის დასავლეთში, შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონებში. გამოიყენება სამშენებლო ფანერის, ასანთის ღეროების, სახატავი მაგიდების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სადურგლო ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ნივთების და სხვ. დასამზადებლად.
მექნის მახასიათებლები
სიმკვრივე – 420 კგ/მ3;
სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 42,56 მპა,
სტატიკურ ღუნვაზე – 59,2 მპა;
ტორსული სიმაგრე – 20,8 მპა (2,08 – ბრინელის მიხედვით).