კალისტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ნიმფები]]
 
[[კატეგორია:ნიმფები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 10:07, 27 ივნისი 2017 მდგომარეობით

კალისტო და ზევსი (იუპიტერი), პ. რუბენსი (დაახ. 1613 წ.), კასელი

კალისტო(ბერძნ.) ნიმფა, რომელიც მუდამ თან ახლდა არტემისს.

ერთხელ ზევსმა იხილა მშვენიერი კალისტო და შეაცდინა. კალისტო არტემისის დასიდან იყო და მისი „მარადქალწული“ ღვთაების მსგავსად მამაკაცებთან გაკარება ეკრძალებოდა. როდესაც მუცლადღებული ნიმფა მდინარის წყალში ნებივრობდა, არტემისმა დალანდა და იმით დასაჯა, რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედად გარდასახა (სხვა ვერსიით, ჰერამ ან ზევსმა). ზოგი მითოსი იმასაც გვამცნობს, თითქოს მოკლაო განრისხებულმა ღვთაებამ ფეხმძიმე ნიმფა. ზევსმა კი შეიბრალა საყვარელი ქალი და უკვდავება მიანიჭა, მოათავსა რა თანავარსკვლავედთა შორის. კალისტოს შვილი არკასი (სხვა ვერსიით, პანი) მოგვიანებით არკადიელთა მოდგმის მამამთავარი შეიქმნება.

მხატვრები კალისტოს უმეტესწილად არტემისთან (დიანასთან) ერთად წარმოსახავდნენ (ტიციანი, რუბენსი, ტიეპოლო, ტიშბეინ უფროსი).




[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები