ბულეზი პიერ
(ახალი გვერდი: პიერ ბულეზი '''ბულეზი პიერ''' - Pierre Boulez (25. III. 1925, მ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბულეზი პიერ“ გადაიტანა გვერდზე „პიერ ბულეზი“) |
17:59, 1 მაისი 2017-ის ვერსია
ბულეზი პიერ - Pierre Boulez (25. III. 1925, მონბრიზონი, ლუარის დეპარტამენტი 5. I. 2016, ბადენ-ბადენი), ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, ო. მესიანისა და რ. ლეიბოვიცის მოწაფე. ა. ვებერნის მიმდევარი.
1950-იანი წლების ავანგარდიზმის ერთ-ერთი ლიდერი. აწარმოებდა ექსპერიმენტებს კონკრეტული მუსიკის სფეროში. ბულეზის რიგი ნაწარმოებები პუანტილიზმის ტექნიკის, ტოტალური სერიალიზმის ნიმუშია. მის ნაწარმოებში ვხვდებით აგრეთვე სონორისტიკისა და ალეატორიკის ელემენტებს.
ბულეზის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: მუსიკალური პიესა კონტრალტოსა და ექვსი საკრავისათვის „ჩაქუჩი უოსტატოდ“ (1954, მე-2 რედ. 1957, პოეტ-სიურრეალისტ რ. შარას ტექსტზე), „სტრუქტურები“ 2 ფორტეპიანოსათვის (1-2 წიგნი, 1952-61).
ახალი მუსიკის კონცერტების „Domaine musical“ (1954-67) ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. 1975-იდან ხელმძღვანელობს პარიზში მის მიერ შექმნილ „მუსიკალურ-აკუსტიკურ პრობლემათა კვლევისა და კოორდინაციის ინსტიტუტს“ (IRCAM). 60-იანი წლებიდან ძირითადად გამოდის როგორც დირიჟორი ბი-ბი-სისა და ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრებთან ერთად.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")