გუარნერი ანდრეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გუარნერი ანდრეა“ გადაიტანა გვერდზე „ანდრეა გუარნერი“) |
19:54, 30 მარტი 2021-ის ვერსია
გუარნერი ანდრეა - Guarneri (1622 ან 1626, კრემონა, – 7. XII. 1698. იქვე), ვიოლინოს იტალიელი ოსტატი. გუარნერების ოჯახის უხუცესი წარმომადგენელი, ნ. ამატის მოწაფე. მან პირველი ვიოლინოები ამატების საკრავთა სტილისა გააკეთა. შემდეგ კი შეცვალა მოდელი (მისი საკრავის დეკა უფრო ბრტყელია, გვერდები – დაბალი, ეფები უსწორო მოხაზულობისაა და სხვ.). ანდრეას ვიოლინოებს ნაზი, არც ისე ძლიერი ბგერა აქვს.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")