განკითხვის დღე
(ახალი გვერდი: '''საშინელი სამსჯავრო''' - „სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამეთ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. | ||
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ღვთის განგებულება]] |
13:51, 28 აპრილი 2017-ის ვერსია
საშინელი სამსჯავრო - „სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამეთუ განისჯებიან არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ანგელოზები: სატანა, ოდესღაც პირველი სერაფიმი, დაინახავს, ღვთის წინააღმდეგ ამხედრების შემდეგ როგორ გადაიქცა ჯოჯოხეთის საშინელ ურჩხულად.
სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამეთუ განსჯა საყოველთაო იქნება. ვერავინ გაექცევა მას ისევე, როგორც სიკვდილს. მტვრიდან აღდგებიან მართალნი და ცოდვილნი. აღდგინების დროს ჩვენ ყველანი ოცდაცამეტი წლისანი ვიქნებით, რამეთუ 30-33 წელი არის სრულყოფილების ასაკი. ამ ასაკის აღსდგება როგორც მათუსალა, რომელიც 969 წლის გარდაიცვალა, ასევე მუცელში მოწყვეტილი ყრმა.
სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამეთუ გამჟღავნდება ჩვენი ყველა საქმე, აზრი, სიტყვები და სურვილები.
სამსჯავროს ეწოდება საშინელი, რამეთუ იგი უკანასკნელი იქნება. მანამ ვიდრე ცოცხალი ვართ. სერაფიმე საროველი წერს: „ადამიანმა რომ იცოდეს, რა საშინელია ჯოჯოხეთი და რა ტკბილია სამოთხე, მზად იქნება ამქვეყნად ყველაზე საშინელი ტანჯვაც კი დაითმინოს“. სხეული განსულიერდება და სულს დაემსგავსება, სული კი გარეგანი გახდება. გახსოვდეთ საშინელი სამსჯავრო, გააღვიძეთ თქვენი სინდისი, რათა მან განკითხვის დრომდე გამხილოთ და მკაცრად დაგსაჯოთ. გახსოვდეთ ღთის უზენაესი მართლმსაჯულება რათა უკანასკნელი დღე თქვენთვის მარადიული სიცოცხლის კარიბჭედ იქცეს. ამინ.“ (ნაწყვეტი ამოღებულია არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებიდან).
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.