არტურ ეშის სტადიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ჩოგბურთის სტადიონები]] | [[კატეგორია:ჩოგბურთის სტადიონები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სტადიონები]] |
17:12, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია
არტურ ეშის სტადიონი – (ინგლ. Arthur Ashe Stadium), ჩოგბურთის ღია სტადიონი ნიუ-იორკში (აშშ), სადაც ყოველ წელს ტარდება „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა. გაიხსნა 1997 წელს. ტევადობაა 22547 მაყურებელი. ტრიბუნებზე განლაგებულია 90 ლუქსის ტიპის ლოჟა და 5 უმაღლესი კლასის რესტორანი. სტადიონი გეგმით რვაკუთხედის ფორმისაა. მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი კლასის რკინაბეტონი და ფოლადი, ხოლო კეთილმოწყობისათვის – მერქანი და პლასტმასა. არტურ ეშის სტადიონი მსოფლიოში ჩოგბურთის ყველაზე დიდი ღია სტადიონია.