მანიე კლოდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანიე კლოდ“ გადაიტანა გვერდზე „კლოდ მანიე“)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]]  
+
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]  
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]]
+
[[კატეგორია:ფრანგული თეატრი]]
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი კომედიოგრაფები]]
+
[[კატეგორია: ფრანგი კომედიოგრაფები]]
[[კატეგორია: XX საუკუნის ფრანგი მსახიობები]]
+
[[კატეგორია:ფრანგი მსახიობები]]

10:53, 11 მაისი 2017-ის ვერსია

კლოდ მანიე

მანიე კლოდ - (ფრ. MAGNIER CLAUDE 1920 - 1983). ცნობილი ფრანგი კომედიოგრაფი, ვოდევილური ჟანრის ოსტატი.

ბიოგრაფია

კლოდ მანიე დაიბადა 1920 წელს პარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. ბავშვობაში, ადრეულ ასაკში დიდი გატაცებით თხზავდა მხიარულ სკეტჩებს. მან სამსახიობო განათლება მიიღო. 1941 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა თეატრის სცენაზე გამოდის, როგორც პროფესიონალი მსახიობი. მან არაერთი როლი შეასრულა, რომელიც მაყურებელმა გულთბილად მიიღო. მისი სამწერლო კარიერა 1947 წელს მოგზაურობის დროს იწყება, როდესაც გემით ბრუნდებოდა სამხრეთ ამერიკის ტურნედან. მგზავრთა გართობის მიზნით გემზე წერს და დგამს კომედიას „ქოთანი საღებავებით“. პარიზში დაბრუნებისთანავე პიესა თეატრში დაიდგა და წარმატებული პრემიერაც შედგა. ამის შემდეგ მანიე აღიარებულ დრამატურგად იქცა.

1955 წელს მანიეს კომედია „ბატონი მადიუსი“ საფრანგეთში დრამატურგიულ ლიტერატურაში მთავარი პრემიის პრი დენგეინის მფლობელი ხდება. 1958 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პიესა „ოსკარი“ (ამავე სახელწოდების კინოფილმში მთავარი როლი შეასრულა ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა ლუი დე ფიუნესმა). მანიეს კომედია „ბლეზი“ პირველად მაყურებელმა 1959 წელს იხილა ტეატრ დე ნუვოტეში. დამდგმელი რეჟისორი იყო ჟაკ მოკლერი.




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები