გილელსი ემილ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გილელსი ემილ“ გადაიტანა გვერდზე „ემილ გილელსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ემილ გილელსი“ გადაიტანა გვერდზე „გილელსი ემილ“ გადამისამართე...) |
13:46, 19 მაისი 2017-ის ვერსია
გილელსი ემილ გრიგოლის ძე - (6. X. 1916, ოდესა, – 14. X. 1985, მოსკოვი), რუსი საბჭოთა პიანისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1954), ბ. რეინგბალდის მოწაფე (დაამთავრა ოდესის კონსერვატორია 1935), უმაღლესი დაოსტატების სკოლა გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში (დაამთავრა 1938) გ. ნეიგაუზთან.
გილელსი XX ს. ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტია. ბრწყინვალებით, სრულყოფილებით, სიღრმით გამოირჩეოდა მის მიერ ლ. ბეთჰოვენის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, ფ. ლისტის, ს. რახმანინოვის, ს. პროკოფიევის ნაწარმოების შესრულება. კოცნერტებს მართავდა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. არაერთგზის იყო პიანისტთა საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი (I პრემია ბრიუსელის ე. იზაის სახელობის კონკურსზე, 1938 და სხვ). 1938-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში (მისი მოწაფეა მ. მდივანი). დაჯილდოებული იყო სსრკ სახელმწიფო (1946) და ლენინური (1962) პრემიებით.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")