ქაცარავა სოფიო
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Qacarava sofio.jpg|thumb|150პქ|'''სოფიო ქაცარავა''']] | [[ფაილი:Qacarava sofio.jpg|thumb|150პქ|'''სოფიო ქაცარავა''']] | ||
− | '''სოფიო ქაცარავა''' (Katsarava Sophie), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 2020-დან – [[საქართველო|საქართველოს]] საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში]]. | + | '''სოფიო ქაცარავა''' – (Katsarava Sophie), [[ქართველები|ქართველი]] დიპლომატი, 2020-დან – [[საქართველო|საქართველოს]] საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი [[დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო|დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში]]. |
'''დაიბადა''' 1976 წლის 8 დეკემბერს ქ. [[თბილისი|თბილისში]]. | '''დაიბადა''' 1976 წლის 8 დეკემბერს ქ. [[თბილისი|თბილისში]]. |
მიმდინარე ცვლილება 21:40, 22 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
სოფიო ქაცარავა – (Katsarava Sophie), ქართველი დიპლომატი, 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
დაიბადა 1976 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1999 – დაამთავრა ილია ჭაჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1997-2004 – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი;
2005-2016 – დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, პოლიტიკური მდივანი;
2016 – პარტია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების გან-ის მრჩეველი;
2016–12/2019 – მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი;
04/2020 – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
მინიჭებული აქვს მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის ჯილდო MBE (ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრი) საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში გაწეული წვლილისათვის.
ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი