ჯინის კოეფიციენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:ეკონომიკური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია:ეკონომიკური | + | [[კატეგორია:ეკონომიკური მაჩვენებელი]] |
მიმდინარე ცვლილება 22:38, 13 იანვარი 2023 მდგომარეობით
ჯინის კოეფიციენტი - (Gini Coefficient) - შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხის აგრეგირებული რაოდენობრივი მაჩვენებელი.
ჯინის კოეფიციენტი მიიღება ლორენცის მრუდისგან და წარმოადგენს ამ მრუდსა და აბსოლუტური თანასწორობის ხაზს შორის ფართობის შეფარდებას აბსოლუტური თანასწორობის ხაზის ქვეშ არსებულ მთლიან ფართობთან. ჯინის კოეფიციენტს აქვს ნულის ტოლი მინიმალური მნიშვნელობა (აბსოლუტური თანასწორობა) და ერთის ტოლი მაქსიმალური მნიშვნელობა (აბსოლუტური უთანასწორობა).რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით უფრო მეტია უთანასწორობა შემოსავლების განაწილებაში. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება.