გაბადაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაბადაძე ანდრია''' – (1824-1904), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაბადაძე ანდრია“ გადაიტანა გვერდზე „ანდრია გაბადაძე“)

18:57, 18 იანვარი 2023-ის ვერსია

გაბადაძე ანდრია – (1824-1904), მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წ. იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი, 1781-1853) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ კითხიჯის მთავარანგელოზთა ტაძარში დაადგინა. 1855 წ. სოფელ გურნის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წ. 25 ივნისს სკუფია უბოძეს. 1899 წ. 12 ივნისს ეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წ. პენსიაზე გავიდა.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები