ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ჯამდელიანი (ეპისკოპოსი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ეპისკოპოსი ...)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012413/ გიორგი (ეპისკოპოსი)]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012413/ გიორგი (ეპისკოპოსი)]
[[კატეგორია:ქართველი ეპისკოპოსები]]
+
[[კატეგორია:ეპისკოპოსები]]
[[კატეგორია:ქართველი მღვდელმთავრები]]
+
[[კატეგორია:მღვდელმთავრები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 +
[[კატეგორია:ჯამდელიანები]]

16:38, 27 იანვარი 2023-ის ვერსია

ეპისკოპოსი გიორგი

ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი)ეპისკოპოსი გიორგი, ერისკაცობაში ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი დაიბადა 1981 წლის 1 ოქტომბერს, დაბა მესტიაში. 2006 წლის 27 აგვისტოს ბოლნისის მთავარეპისკოპოსი ეფრემმა ბერად აღკვეცა და უწოდა სახელად გიორგი. ამავე წლის 4 დეკემბერს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა. 2007 წლის 19 იანვარს, ხაშურის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი და ძამის ხეობაში ტბეთის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 2008-2013 წლებში იყო ბოლნისის ეპარქიაში, სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარ. 2011 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმიდა სინოდის განჩინებით იღუმენი გიორგი გამორჩეულ იქნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსად. ამავე წლის 23 ნოემბერს იღუმენ გიორგის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, ხელი დაასხა ეპისკოპოსად.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

გიორგი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები